„შესაძლოა, მან (ხაზარაძემ) დააანონსა გარკვეული პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს საქმე არის ინიცირებულია გაცილებით ადრე, უკვე თვეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს დისკუსიას, საჯარო განხილვებს ამ თემაზე.
შესაბამისად, ეს დროში ნამდვილად წინ უსწრებდა პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც გითხარით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ამიტომ, მივესალმებით პროკურატურის მხრიდან საჯაროობას; მივესალმებით, რომ რეგულარულ რეჟიმში, ბრიფინგებით და სხვა საჯარო საშუალებებით მოხდეს საზოგადოების ინფორმირება საქმესთან დაკავშირებით.
რაც შეეხება პარლამენტს, როგორც გითხარით, პარლამენტი ყურადღებით აკვირდება ამ საქმეს და აუცილებლად, მის ამოწურვამდე, მონიტორინგის ქვეშ იქნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ამ საქმეზე, რომელსაც პარელამენტი ყურადღებით ადევნებს თვალს, არაერთი საჯარო დისკუსია იყო. „რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ როგორც მხარეების ინტერესები, ასევე თავად ბატონების უფლებები იყოს დაცული, რომელიც მათ კონსტიტუციით და კანონით აქვთ მინიჭებული. ასევე ყირადღებით მივადევნებთ თვალს რომ ამ საქმეზე საზოგადოება ინფორმირებული იყოს,“ - ამბობს თალაკვაძე.
ჟურნალისტები ასევე, დაინტერესდნენ, რა ბედი ელის ანაკლიის პორტის პროექტს, თუ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დააკავებენ.
თალაკვაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტი არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, საერთაშორისო ინვესტორებს შორის თანამშრომლობას ეფუძნება.
„დემოკრატიასთან ერთად ჩვენ ვავითარებთ ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას, ხოლო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი არის კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული პროექტი არის ანაკლიის პორტი. აქ სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები იქნება განუხრელად შესრულებული. იცით, რომ ეს იყო სწორედ მთავრობის ინიცირებული პროექტი. ამაში აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსები დახარჯული და მომავალშიც სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, თავისი ვალდებულებების ფარგლებში, რომ პორტის პროექტი წარმატებით განხორციელდეს. ეს არის რთული, კომპლექსური პროექტი, რომელშიც გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორებიც... ეკონომიკას აქვს თავისი ლოგიკა და ეკონომიკური თვალსაზრისით ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა. მართლმსაჯულება აქვს ასევე თავისი ლოგიკა და წესები. ვფიქრობ, როგორც სახელმწიფოს, ასევე ხაზარაძისთვის და ჯაფარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე და საკითხები, რომელიც ამ საქმეში არსებობს, ამოიწუროს გონივრულ ვადებში. შესაბამისად, პარლამენტი თვალს ადევნებს პროცესს და მივესალმებით საჯაროობას საქმესთან დაკავშირებით. ანაკლიის პროექტი არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, საერთაშორისო ინვესტორებს შორის თანამშრომლობას ეფუძნება. სწორედ ეს არის მისი განხორციელების მთავარი პირობები და გარანტიები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ინვესტორებთან და კერძო სექტორთან ერთად ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, განაცხადა განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






