რა არის სტუმრის ბარათი და რა დამატებით სარგებელს მოუტანს ის საქართველოს და მის მოქალაქეებს - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 10:50, 24 Jul, 2019     1790
„რეგიონის მხარდაჭერა და მისი განვითარება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული რეგიონის პოპულარიზების საკითხში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს მეგა-ამბიციურ ინიციატივებს და არა უბრალოდ სტანდარტულ პროექტებს. ინიციატივებში მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ ყველა ქართული ბიზნეს კომპანია, მსოფლიოსა თუ საქართველოში ცნობილი სახეები და საქართველოს მოქალაქეები“ - გიორგი ვაშაძე.

რა არის სტუმრის ბარათი და რა დამატებით სარგებელს მოუტანს ის საქართველოს და მის მოქალაქეებს. „პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე მის ერთ-ერთ ახალ ინიციატივაზე სუბრობს.

„საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს უნდა გავუჩინოთ სურვილი რეგიონებში წასვლის. სწორედ ამიტომ, თითოეულ ვიზიტორს, რომელიც ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფოსგან უნდა გადაეცეს „სტუმრის ბარათი“.

რა არის სტუმრის ბარათი? - ეს არის ლოიალობის ბარათი, დაახლოებით იმის მსგავსი, რასაც სხვადასხვა კომპანიები მომხმარებლების მოსაზიდად გასცემენ. წარმოიდგინეთ, რომ მსგავსი ბარათი ჩვენ გავცეთ საქართველოსთან მიმართებაში. დასაწყისისთვის, ბარათს ორი ფუნქცია ექნება - ყველა ტურისტს საჩუქრად გადაეცემა ერთი ბოთლი ღვინო და საქართველოს ისტორიის წიგნი, რომლითაც გავაცნობთ მათ საქართველოს კულტურას, ხელოვნებას, ფოლკლორს და მეორე, რეგიონში მდებარე ნებისმიერი მცირე ზომის სასტუმროში, ღამის გათევა უსასყიდლოდ. აქ არ ვსაუბრობთ დიდ სასტუმროზე, ვგულისხმობ მცირე ზომის ან საოჯახო ტიპის სასტუმროებს, რომელიც საჭიროებს სახელმწიფოსგან მხარდაჭერას. ვიზიტორი მსგავსი ტიპის სასტუმროში ღამეს უფასოდ გაათევს, ამ ხარჯს კი სრულიად სახელმწიფო დაფარავს.“ - გიორგი ვაშაძე

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, სტუმრის, იგივე ლოიალობის ბარათისსხვა ფუნქციებზეც საუბრობს.

„ეს ორი ფუნქცია დასაწყისისთვის იქნება, თუმცა მომავალში, სტუმრის ბარათზე შეგვიძლია დიდი პიარ კამპაია ავაწყოთ - განვსაზღვროთ სხვადასხვაბენეფიტები ბარათის მფლობელისთვის, მაგალითისთვის ე.წ. „Fast Trek” – სწრაფი შემოსვლის სისტემა, ან იგივე გათამაშებები და საინტერესო აქტივობები იმისთვის, რომ ტურისტს შევუქმნათმეტი მოტივაცია საქართველოში ჩამოსვლის.

ეს არის უნიკალური სისტემა, რომელიც ჯერ მსოფლიოში არცერთ სახელმწიფოს არ გამოუყენებია. ამას კარგად იყენებენ დიდი კომპანიები საბანკო, მომსახურების თუ ავია სექტორში.

მსგავსი ბარათი მოგვცემს შესაძლებლობას, გავაჩინოთ დამატებითი მოტივაცია ვიზიტორებისათვის და გავუჩინოთ მათ სურვილი, კიდევ ეწვიონ საქართველოს. დავამყაროთ მათთან პირდაპირი კომუნიკაცია. შემდგომში კი მსგავსი ბარათის მფლობელთათვის შესაძლებელია გარკვეული პრივილეგიების დაწესება. ალბათ,თითოეულ ჩვენგანს მოგვსვლია ელექტრონულ ფოსტაზე სარეკლამო შეთავაზებები სხვადასხვაკომპანიებისგან. ახალა წარმოიდგინეთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მისდით მეილი, სადაც საუბარია, რომ საქართველოში ტარდება ესა თუ ის ღონისძიება.

ამ პროექტით ქართულ ტურიზმს ჩვენ გავუჩენთ მუდმივ მომხმარებელს,“- გიორგი ვაშაძე

„პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველოს“ ლიდერმა, რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძის ინიციატივათა პაკეტი 5 პუნტისგან შედგება და ეკონომიკის გაძლიერებაზე, ლარის გამყარებაზე, ტურისტების მოზიდვასა და ქართული ოჯახებისთვის დამატებითი შემოსავლის გაჩენაზეა ორიენტირებული. „მხარდაჭერა საქართველოს“ 5 ინიციატივას აერთიანებს და ერთ-ერთი მათგანი ქართული რეგიონების მხადაჭერას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42