"ჩვენი დასავლელი კოლეგები, უპირველეს ყოვლისა აშშ, ცდილობენ ჩვენი მეზობლები ჩამოგვაშორონ"- ლავროვი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში დასავლეთს ადანაშაულებს
პოლიტიკა - 10:48, 24 Jul, 2019     962
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით მოსკოვი არასოდეს ისწრაფვოდა თბილისთან ურთიერთობის გაფუჭებით და რუსეთს არასოდეს ქონია ქართველ ხალხთან ნეგატიური დამოკიდებულება. ამის შესახებ ლავროვმა ლათინოამერიკულ მედიასთან და RT-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა.


„ჩვენ არასოდეს ვისწრაფვოდით საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭებისკენ. სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის დროს გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა, ყველანაირად ცდილობდნენ შეეზღდათ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა. შემდეგ ეკონომიკამ თავისი მიიღო და ისინი ვინც მატერიალურ კეთილდღეობას ქმნიან ძალიან კარგად ახსოვთ რამდენად მჭიდრო იყო ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები. ახლა ვაჭრობა განახლდა. არ ვფიქრობ, რომ ამისგან ვინმე უხერხულობას განიცდიდეს.“- განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, დასავლეთის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა კი ამერიკის შეერთებული შტატები, ცდილობენ საქართველო რუსეთს დააშორონ:

„ვიმეორებ კიდევ ერთხელ: ყველაფერი ეს ხდება იმის გამო, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატები, ცდილობენ ჩვენი მეზობლები ჩამოგვაშორონ. გაიხსენეთ 2008 წელი, როდესაც მიხეილ სააკაშვილამა, როგორც იტყვიან, საერთოდ უმტყუნა მუხრუჭებმა და მან, მიუხედავად მრავალრიცხოვანი გაფრთხილებისა, მათ შორის გაფრთილებისა ვლადიმირ პუტინის მხრიდან, გადაწყვიტა ძალა გამოეყენებინა იმისთვის რომ გადაეწყვიტა ჯერ სამხრეთ ოსეთის, შემდეგ კი აფხაზეთის საკითხი. იქ მუშაობდა ათეულობით ამერიკელი ინსტრუქტორი, რომლებიც ქართულ სპეცრაზმს და მთლიანად სამხედრო მოსამსახურეებს წვრთნიდნენ. ბრძანებები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დასაპყრობად იყო გაცემული, თავისთავად დანაშაულებრივი იყო, ამას ყველა ხვდება. ის დაესხა თავს თავის მოქალაქეებს, მშვიდობისმყოფელებს, მათ შორის იყვნენ რუსუ სამხედრომოსამსახურეებიც. ევროკავშირის მიერ შეკვეთილმა სპეციალურმა გამოძიებამ, ე.წ ჰაიდი ტალიავინ ის კომისიამ. აშკარა დასკვნა გამოიტანა, რომ საომარი მოქმედებები სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო.

გამოიტანს თუ არა აშშ რაიმე დასკვნას იმისგან, რომ ვლადიმირ პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ დააწესა, ჩემთვის ძნელია ამაზე მსჯელობა, რადგან აშშ- ეს განსაკუთრებული ქვეყანაა, მათ აქვთ თავისი ტრადიციები. ტრადიციები, ისევე როგორც წესები „ველიკოძერჟავული“ აქვთ, სამწუხაროდ. იმიტომ, რომ თუ აშშ გაატარებდა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პოლიტიკას თავის პარტნიორებთან, იქნებოდა ეს რუსეთი, ჩინეთი, ევროკავშირი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, მე დარწმუნებული ვარ რომ მსოფლიოში პრობლემები გაცილებით ეფექტურად და საიმედოდ გადაწყდებოდა. ჩვენ ვაწარმოებთ ვაშინგტონთან დიალოგს, ვცდილობთ განვუმარტოთ ჩვენი მიდგომები იმ მოვლენებათან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო არენაზე ვითარდება.“- განაცხადა ლავროვმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42