იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა, ლევან თევზაძესთან გასაუბრების დაწყების წინ, ანა დოლიძემ ჩუსტები მოიტანა.
დოლიძის თქმით, საბჭოში გვიანობამდე მომდინარეობს გასაუბრება და შესაბამისად, კანდიდატებს უნდა შეექმნათ კომფორტი.
„ჩემი კეთილი ნების გამოხატვით, მინდა გადავცე ეს საშუალება იმისათვის, რომ იუსტიციის საბჭოში თავი იგრძნონ როგორც სახლში. სავარაუდოდ, მათ შაბათ-კვირასაც დასჭირდებათ გასაუბრება. მგონი, ის პირობა მაინც უნდა შევუქმნათ, რომ ადამიანი ღამე რომ არის იუსტიციის საბჭოში კომფორტულად მოვიდეს აქ და რამდენიმე საათი გესაუბროთ. ზოგადად უნივერსალური ვიყიდე ქალებისთვისაც არის და კაცებისთვისაც“, - განაცხადა დოლიძემ
დოლიძის განცხადებას რეპლიკით გამოეხმაურა, საბჭოს წევრი, ვასილ მშვენიერაძე.
„უკაცრავად მაგრამ ზომები იციდით?! მე, მაგალითად 44 ზომას ვიცვამ“,- მიმართა რეპლიკით მშვენიერაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






