„ეს გამარჯვებაც გეძღვნებათ თქვენ - გულშემატკივრებს, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემს თითოეულ გამარჯვებაში. ლატვიამდე იყო ის, რომ საქართელოს ნაკრები ბელორუსიაში ვემზადებოდით, გვქონდა სამკვირიანი შეკრება, საიდანაც გავემგზავრეთ ლატვიაში, სადაც ჩატარდა ოლიმპიური ჩემიპიონის იგორ ვიხროვის საერთაშორისო ტურნირი, ე.წ. „ვიხროვის თასი, სადაც მივიღე მონაწილეობა და გავედი ფინალში... ორძელზე ვარჯიშში დავიკავე პირველი ადგილი და ოქროს მედალი ავიღე...ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება, რადგან ძალიან ძლიერი მონაწილეები იყვნენ მრავალი ქვეყნიდან და მათთან მოგება ადვილი საქმე არ ყოფილა.
ნამდვილად რთულია გადმოვცე განცდები. ძალან ბედნიერი ვარ. საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ ამდენი სირთულისა და ტრავმის შემდეგაც კი შემიძლია მყარად ფეხზე დადგომა”- უთხრა „ნიუპოსტს“ სპორტსმენმა.
აღსანიშნავია, რომ „იგორ ვიხროვის“ საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული უდიდესი წარმეტების შემდეგ, ლიონიძის მიმართ საერთაშორისო კონტრაქტორებმა ინტერესი გამოხატეს. გარდა ამისა, სპორტსმენი ლატვიაში სამი კვირა დარჩა და ბაქოს პირველი ევროპის ოლიმპიადისთვის მზადებას სწორედ ლატვიაში შეუდგა.
ტანმოვარჯიშეს გულშემატკივრებისთვის მადლობის გადახდა არ დავიწყებია და მათ გამარჯვებით გამოწვეულ კიდევ ბევრ სიხარულს დაჰირდა.
„სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ იმ გრძნობასა და მადლიერებას, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობ ჩემი მხარდამჭერებისა და გულშემატკივრების მხრიდან. თითოეულ ტურნირზე ვგრძნობ ამ ადამიანების გვერდით დგომას და გულშემატკივრობის ძალას. ამიტომ ჩემი საქმით გავცემ მათ უფრო ღირსეულ პასუხს, ვიდრე ბანალური მადლობით. მაქსიმალურად დავიხარჯები მათთვის, ვისაც ჩემი სჯერა და ჩემი წარმატება ახარებს... მაქსიმალურად დავიხარჯები მათთვის, რადგან გულშემატკივართა გვერდში დგომა და სიყვარული არის შეუფასებელი ჯილდო, რომელიც მარტივად არ მოიპოვება. ეს არის ჩემთვის მთავარი სტიმული, რომ ვირწმუნო ჩემი შესაძლებლობების და შემდეგ ბოლომდე მოვახდინო რეალიზება. ეს არის სტიმული იმისა, რომ ჩემს უკან დგანან ადამიანები, რომელთა იმედის გაცრუების არანაირი უფლება არ გამაჩნია”- აღნიშნა სპორტსმენმა.
ახალგაზრდა, რომელსაც კიდევ უფრო მეტ ტრიუმფს უწინასწარმეტყველებენ, გაჩერებას არ აპირებს და ამბობს, რომ წინ „ბევრი მწვერვალია დასაპყრობი“.
„არცერთი დღე შესვენება. ბევრი ვარჯიში და უფრო და უფრო მეტი შრომა. ხვალ მივემგზავრებით ბაქოს პირველ ევროპის ოლიმპიადაზე და მოკლედ წინ ბევრი გეგმა და მიზანია.
უნდა გვჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების. საკუთარი თავის. ჩვენ თუ შეგვეპარება ჩვენს თავში ეჭვი, სხვას როგორღა დავუმტკიცებთ რა შეგვიძლია?! ასე, რომ რწმენა უმთავრესია. რწმენა საკუთარი თავის, ღმერთის და იმ ადამიანების, რომლებიც იმედიანი თვალით გვიყურებენ”- გვითხრა ტანმოვარჯიშემ.
რაც შეეხება ოცნებას ნოდარმა გაგვიმხილა, რომ საკუთარი სპორტ-დარბაზის გახსნაზე ოცნებობს.
„ჩემი ოცნებაა, მქონდეს საკუთარი სპორტდარბაზი, სადაც მოზარდები ივარჯიშებენ და მაქსიმალურად დაკავდებიან ცხოვრების ჯანსაღი წესით, არ იდგებიან ქუჩაში და არ დარჩებათ დრო იმ ცდუნებებისთვის, რაც ზოგადად ქუჩას მოაქვს...
ტანვარჯიში არის სპორტის სახეობა, სადაც სრულდება რთული და სარისკო ილეთები. ამის გამო ხშირია შიშის ფაქტორი, როგორც შეჯიბრზე გასვლის წინ, ასევე ვარჯიშისას.
მე საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე, რომ ეს ყველაფერი გადამელახა. დავნერგე ჩემი მეთოდი ქართულ ტანვარჯიშში, რომელიც ეხმარება სპორტსმენებს ფსიქოლოგიურად გაძლიერდნენ და ის შიში და სირთულე, რომელიც სპორტის სახეობას თან ახლავს გადალახონ. დამერწუნეთ, ეს მეთოდი ძალიან უადვილებს სპორტსმენს ვარჯიშის პოროცესს. მინდა გითხრათ, მთელი წელი სახალისოც კი ხდება ეს მეთოდი“- დასძინა ლიონიძემ.
საუბრის დასასრულს ნოდარ ლიონიძემ საყვარელ საქმიანობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 6 წლის ასაკიდან დაიწყო ვარჯიში. 13 წლის იყო, როდესაც საქართველოს ნაკრებში მოხდა მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი სპორტულ ტანვარჯიშში.
„2005 წელს გამოვედი სტამბოლში ბოსფორის სრუტის პირველობაზე იყო საერთაშორისო ტურნირი. შემდეგ იყო მოსკოვი 2011 წელს. 2012 წელს ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში. 2013 წელს ბელგია-ანტვერპენის მსოფლიო ჩემპიონატი. 2014 წელს ისევ მოსკოვი, შემდეგ ისევ 2014 წელს ბულგარეთში, კერძოდ სოფიაში ევროპის ჩემპიონატი და ახლა უკვე ლატვია“- განაცხადა მან.
როგორც აღვნიშნეთ, ნოდარი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია და მრავალი პრიზი აქვს მოპოვებული, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ასე მოხდა გასულ წელს, 2014 წლის 13-15 ნოემბერს, როცა მან ქალაქ თბილისში გამართულ ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა.
ჩემპიონატი, ახალგაზრდებს შორის, სპორტულ ტანვარჯიშში საერთაშორისო წესების თანახმად ჩატარდა. შეჯიბრება მიზნად ისახავდა აღნიშნული სპორტული სახეობის პოპულარიზაციას, ჩატარებული მუშაობის შემოწმებას, პერსპექტიული ტანმოვარჯიშეების გამოვლენასა და საერთაშორისო შეჯიბრებებისათვის ნაკრები გუნდების კანდიდატების შერჩევას.
გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ახალგაზრდა ტანმოვარჯიშე გამარჯვებული დაბრუნდა რუსუდან სიხარულიძის
წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნიდან სწორედ რუსუდან სიხარულიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.
რუსუდან სიხარულიძე გუნდურ პირველობაში მსოფლიოს ჩემპიონი და მესამე პრიზიორია თავისუფალ ვარჯიშში (1974). ის ორგზის სსრკ ჩემპიონი გახდა 1973 წელს – მრავალჭიდში, ხოლო 1974 წელს – თავისუფალ ვარჯიშში. არის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. მისი სახელობის ტურნირი ბათუმში წელს პირველად გაიმართა.
„ნიუპოსტი“ წარმატებეს უსურვებს ახალგაზრდა სპორტსმენს და მკითხველთან ერთად თვალ-ყურს მიადევნებს ტანმოვარჯიშის კარიერულ სვლებს.
მასალის გამოყენების პირობები






