იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების გასაუბრება მიმდინარეობს.
ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძე ზურაბ ადეიშვილთან ურთიერთობის შესახებ კითხვა დაუსვა.
„ჩემი ექსკლუზიური ვალდებულება იყო, რომ უნდა წარმომედგინა პროკურატურა საერთო სასამართლოებში. ეს იყო ჩემი კარიერული წინსვლის მთავარი ქვაკუთხედი. ადეიშვილს არ ვიცნობდი. პირველ ინსტანციის მოსამართლეებმა როდესაც ნახეს, როგორი წარმომადგენელი ვიყავი, შემდეგ შეხვედრებზე და ღონისძიებებზე პროკურორთან თქვეს: რა კარგი წარმომადგენელი ჰყავს პროკურატურას. მეორე ინსტანციის სასამართლომაც იგივე თქვა, მესამე ინსტანციის სასამართლომაც… ზუსტად ამან გამოიწვია შემდეგ ის, რომ ადეიშვილმა დაინახა ჩემი პროფესიონალიზმი და დამნიშნა კადრების უფროსად. ამის შემდეგ იყო ის, რომ კიდევ უფრო დავწინაურდი და გავხდი იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2010 წელს, მე ვფიქრობ, რომ გამიმართლა და აღმოვჩნდი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე" - აღნიშნა თავაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






