„დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ბატონ ნოდარ მელაძეს, მან დაადასტურა, რომ მისი წყარო იყო ეკა ბესელია" - ზარდიაშვილი
პოლიტიკა - 17:57, 23 Jul, 2019     2171
ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.


მას შემდეგ რაც ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ბესელია უმრავლესობის სხდომების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას ნოდარ მელაძეს, "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მესამე სექტორს მოუწოდა, დაინტერესდნენ ამ ფაქტით.

ზარდიაშვილის თქმით, მან ნოდარ მელაძის განცხადებაში ამოიკითხა დასტური, რომ ეკა ბესელია ნამდვილად იყო მისი ინფორმატორი.

„დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ბატონ ნოდარ მელაძეს. მან პრინციპში დაადასტურა, რომ მისი წყარო იყო ეკა ბესელია. მისი კომენტარიდან მე ამოვიკითხე ეს. ოღონდ მან საიდან მოიტანა, რომ მოსმენებით მოხდა ამის დადგენა, ეს არის ისევ "რუსთავი 2-ის" ნარატივი. მე გეტყვი, საიდან მოხდა ამ ფაქტების დადგენა. ეს იყო ჩემი დაკვირვება, როდესაც მხოლოდ ის ინფორმაციები ჟონავდა უმრავლესობიდან, რომელიც ეკა ბესელიას აწყობდა და არ შედიოდა სხვა არავის ინტერესში. ხოლო არ ჟონავდა ისეთი ინფორმაციები, რომელიც ეკა ბესელიასთან მიმართებაში კორუფციულ ბრალდებას ეხებოდა. პირველი ეს და ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო, რომ ამის დაკვირვების საშუალება გვქონოდა. ასევე გაგიმხელთ, რომ მათ შორის ჩემი წყარო იყო ერთ-ერთი "რუსთავი 2-ის" თანამშრომელი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ნოდარ მელაძემ აღიარა, რომ მისი წყარო იყო ეკა ბესელია. შესაბამისად, ჩემი წყაროს ინფორმაცია იყო ზუსტად და მადლობა ნოდარ მელაძეს. მე მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარებოდა. ყოჩაღ მას. ყოფილი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჰყავდა წყაროდ, რომელსაც, როგორც ჩანს, ხშირად აწვდიდა ინფორმაციებს,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

მისივე თქმით, ის პირადად აკვირდებოდა პროცესებს და გამოიტანა შესაბამისი დასკვნები, რაც წყარომაც დაუდასტურა.

რაც შეეხება ფაქტს, რომ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაჟონილი ინფორმაციის კომენტირებისას მმართველი გუნდი "რუსთავი 2-ს" სიცრუეში ადანაშაულებდა, ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ იყო დამახინჯებული ინფორმაციები.

ზარდიაშვილი ამბობს, რომ ეკა ბესელია გუნდზე გაბრაზდა, რადგან მან ვერ შეძლო სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მისი კორუფციული მიზნების განხორცილება.

„ეკა ბესელია ნაბიჯს არ დგამს ისე თუ რაიმე ფინანსური დაინტერესება არ აქვს. მას თუ საშუალებას მისცემ, იგი აუცილებლად ჩაიძირება კორუფციაში. რისი საშუალებაც არ მისცა სასამართლო ხელისუფლებამ. მას პირდაპირი ინტერესები ჰქონდა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში დაენიშნა მოსამართლეები და მან ეს ვერ მიიღო. შესაბამისად, გამწარდა და იკადრა უკადრებელი,“ - განაცადა ვანო ზარდიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42