"მგონი ცოტა მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება, სომხეთის ციხეში მყოფი პატიმრის თაობაზე რამდენიმე თვეა, ვიცოდით" - ბესელია
პოლიტიკა - 14:59, 23 Jul, 2019     1180

დეპუტატმა ეკა ბესელიამ იმ პირთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა.

ბესელია ამბობს, რომ მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება, სომხეთის ციხეში მყოფი ამ პატიმრის თაობაზე რამდენიმე თვეა, ვიცოდით

„მგონი ცოტა მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება, რადგან სომხეთის ციხეში მყოფი ამ პატიმრის თაობაზე რამდენიმე თვეა, ვიცოდით. მახსოვს, „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა ინტერვიუ სწორედ ამ პატიმართან, რომელიც ძალიან უცნაურ რაღაცებს ამბობდა. არ ვიმეორებ იმ ფრაზებს, რაც მაშინ თქვა, რასაც და ვისაც ასახელებდა. მაშინ ეს არავინ ჩათვალა სერიოზულად. ამ პატიმრის თაობაზე ცნობილია რამდენიმე თვეა, აქამდე მაშინ რატომ არ იყო მისთვის ბრალი წარდგენილი? როცა საგამოძიებო მასალებს გავეცანი, ვიკითხე, დაკითხული იყო თუ არა ეს პატიმარი, მითხრეს, რომ ელოდებოდნენ სომხეთიდან მასალებს, რომ ჩვენი გამომძიებელი არ შეუშვეს და მას არ მისცეს უფლება, დაეკითხათ ეს პატიმარი, რაც ასევე უცნაურია, რატომ არ მისცეს ამის უფლება საქართველოს მხრიდან გამომძიებელსა და პროკურორს.

რამდენიმე დღის წინ კიდევ გადავამოწმე იყო თუ არა სომხეთიდან რაიმე ინფორმაცია ამ პატიმართან დაკავშირებით და პროკურატურამ მითხრა, რომ ეს პატიმარი ჩვენებას არ იძლეოდა. მთავარი კითხვა დავსვი, იყო თუ არა ეს პირველი წყარო, საიდანაც მოხდა ამ უკანონო ქმედების განხორციელება და მითხრეს, რომ ეს არ არის პირველი წყარო და რომ პირველწყაროს ვერ ადგენდნენ. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ეს იძლევა საფუძველს, რომ ეს ინფორმაცია სერიოზულად მივიღოთ? მე ახალი არაფერი მომისმენია პირადად. ამ პატიმრის თაობაზე ვიცოდი. გამოძიებასთან მაქვს კითხვა, ამდენი თვის განმავლობაში ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი, თუ ადასტურებდა ეს ადამიანი, რომ მან უკანონოდ გაავრცელა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.


შეგახსენებთ, რომ შსს-მ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრარში მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42