"რუსთავი 2"-ის თემა ძალიან დიდი ხანია უკვე გასცდა კერძო საკუთრების კუთვნილების თემას"- ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის
პოლიტიკა - 11:14, 23 Jul, 2019     988
არ არის გამორიცხული, რომ "რუსთავი ორის" საკითხის განხილვამ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლოს.


ტელეკომპანიის დამფუძნებელებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში, ღია ფორმატში შეხვედრა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ შესთავაზა. პროცესში ჩართვისთვის მზად არის ოპოზიცია.

"რუსთავი 2"-ის თემა ძალიან დიდი ხანია უკვე გასცდა კერძო საკუთრების კუთვნილების თემას, ამიტომ ძალაინ მნიშვნელოვანია, რომ ისეთ ადგილას, რომელმაც უნდა გამოხატოს საზოგადოების ინტერესი და მაქსიმალური დაცვა მთლიანობაში, იქნება ეს საკუთრების უფლების, ჟურნალისტების, მოსახლეობის ინტერესი, უნდა ხდებოდეს ამის აკუმულირება პარლამენტში. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ წუთას არ მოხდეს ისე, რომ ტელევიზია, რომელიც მნიშვნელოვანწილად ხშირ შემთხვევაში იყო "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ინტერესების გამტარებელი, არ აღმოჩნდეს მეორე პარტიის, "ქართული ოცნების" ინტერესების გამტარებელი,"-აცხადებს, ლევან კობერიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მსგავსი ფორმატი სიტყვის თავისუფლებისთვის, დამატებითი დამცავი მექანიზმი იქნება.

"რა უნდა თქვან მათ ახალი, თუ რამეს დაუშვათ იტყვიან ისეთს, რომელიც გამოააშკარავებს საბოლოოდ საქართველოს ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის, როგორც უზურპატორის როლს, შეიძლება რაღაც კონფიგურაციით იქნება სიტყვის თავისუფლების დამცავი მექანიზმი,"-ცხადებს ხატია დეკანოიძე.

"ევროპულ საქართველოში კი განმარტავენ, რომ ისინი ყოველთვის ახერხებდნენ "დისკომფორტის შექმნას" ივანიშვილისთვის და დღევანდელი ხელისუფლებსთვისდა ისინი, ამ ტიპის განხილვებშიაუცილებლად ჩაერთვებიან.

უმრავლესობის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ უცნობია, თუმცა მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ამ თემაზე უკვე საკმარისად გაკეთდა კომენტარები და შეფასებები და კობერიძის ინიციატივა "პოლიტიკური პერფონმანსია."






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42