“უხერხულია, როდესაც დიდი გამოცდილების ჟურნალისტებს, მედიას, ლექციას უტარებ, თუ რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება. ყველაფერი პოლიტიკური პროცესის ნაწილია, თუმცა „რუსთავი 2“-ს აქვს შანსი გააგრძელოს არსებობა,“-ამბობს ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი, ლაშა ტუღუში.
ჟურნალისტი ეკა მიშველაძე მედიაპლურალიზმის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ძნელია იმის გამორიცხვა, რომ ხელისუფლების ინტერესში არ არის და არ იყო ის, რომ "რუსთავი 2" არ არსებობდეს იმ სახით, რაც იყო. „რუსთავი 2“-ის ამ სახით არარსებობის შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას,“-ამბობს ეკა მიშველაძე.
ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ შექმნილ ვითარებას აფასებს, როგორც კიდევ ერთი დარტყმა მედიაზე და ქვეყნის დემოკრატიაზე .
მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის დიდი წვლილია თუნდაც ის, რომ ამ ქვეყანაში ოკუპანტს თავის სახელი დაერქვა.
„ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს იმ უდიდესი მონაპოვარის საფრთხის ქვეშ დაყენების წინაშე, რაც ძალიან მძიმე შრომის ფასად მოიპოვა ჩვენმა სახელმწიფომ. ყველაფერს თავის სახელი დაერქვა, ის ვინც არის ოკუპანტი, რომ ოკუპანტი დაერქვა ამაში "რუსთავი 2"-ის დიდი წვლილია,“-ამბობს ელიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტების მოთხოვნას სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებთან დაკავშირებით "ახირება და კაპრიზი" უწოდა და მოთხოვნის ავტორები დესტრუქციული ამოცანების მქონე პირებად მოიხსენია.
მასალის გამოყენების პირობები






