"ანონიმურმა წყარომ მითხრა, რომ “რ2”-ის გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით სატანისტურ შეკრებებს ატარებს"- გია ვოლსკი
პოლიტიკა - 18:14, 22 Jul, 2019     9757
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ირწმუნება, რომ მას არ აინტერესებს ვის ეკუთვნის "რუსთავი 2".
მისი თქმით, მისი სურვილია კრიტიკული მედია იხილოს.

"არ მაინტერესებს ვისია "რუსთავი 2"- ქიბარ ხალვაშის, ყარამანაშვილების, თუ ნაყოფიასი. მინდა ვიხილო, როგორც მაყურებელმა, კრიტიკული მედია, რომელიც არის ინტენსიურად ინფორმაციის მიმწოდებელი საზოგადოებისათვის, მათ შორის, ძალიან კრიტიკულ თემებზე, მაგრამ შანტაჟისტი, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია არც იმისი მინდა, ვინც დაგისახელეთ, არც მეორესი და არც მესამესი"- თქვა ვოლსკიმ.

რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო შეცვლას, დეპუტატის თქმით, ბულინგი, შანტაჟი, შავი პიარი და მცდელობა, რომ ტყუილებით დააზარალონ პოლიტიკური ოპონენტი, არის ხელწერა, რომელიც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში თვალში საცემი გახდა".

"ამასწინათ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, რაღაც ანონიმურ წერილზე თუ წყაროზე დაყრდნობით, რომ მე და ჩემი კოლეგები შავ ფულს ვიღებთ ბიძინა ივანიშვილისგან, რაღაც მორჩილების თუ მესიჯების გამეორების სანაცვლოდ, რაც არის სიბინძურე, გარდა იმისა, რომ არ არის სიმართლე.

ასეთივე წარმატებით შემიძლია ვთქვა, რომ ანონიმურმა წყარომ მითხრა, რომ “რუსთავი 2”-ის გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით ატარებს სატანისტურ შეკრებებს და შავი კატის წინაშე იფიცებს, რომ ერთმანეთს არ უღალატებენ და ბოლომდე დადგებიან ამ ბრძოლაში. ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა, გავავრცელო, რომ მქონდეს შესაბამისი მედიასაშუალება, როგორც ეს “ნაციონალურ მოძრაობას” გააჩნია”-განაცხადა გია ვოლსკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42