ვინ დგას ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების უკან - ეკა ბესელიას სკანდალური განცხადება
პოლიტიკა - 12:29, 22 Jul, 2019     1746
ეკა ბესელიას სკანდალური განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" გუნდის წევრები მას პარტიიდან წასვლის წინ აფრთხილებდნენ.


ბესელია ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს ვინ გააფრთხილა, რომ "ოცნებიდან" წასვლის შემთხვევაში, მასზე ზეწოლა და მორალური ტერორი მოხდებოდა.

მისი თქმით, მთავარი კითხვაა, ვინ იყო მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების დამკვეთი.

​"მასთანაც (ბიძინა ივანიშვილი) მქონდა ამ თემაზე საუბარი წამოსვლამდე. მე მჭირდებოდა მთავარ კითხვაზე პასუხი - ვინ ჩაიდინა ეს და იყო პირობა, რომ ეს იქნებოდა გამოძიებული, მან თქვა, რომ ეს არ იცოდა, მაგრამ უნდა გამოეძიებინათ. ამდენი ხანი გავიდა და ისევ პასუხგაუცემელია ეს კითხვები.

​პოლიტიკურ ომში როცა შევედი სასამართლოს თემაზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, ეს ფრაზაც მოვისმინე ვერ დაგიცავთო, გამეცინა, მე არაფერი მჭირდა დასაცავი, მე თვითონ ვიცავდი იმ გუნდს, რომელთან ერთადაც გამოვიარე შვიდი წელი. თუ ამას გულისხმობდნენ და ეს იყო ფორმა, რომელიც უნდა გამევლო, მე შინაგანად და მორალურად მზად ვიყავი, რადგან ესეთი რეპრესიები გავლილი მაქვს წინა წლებში,"-ამბობს ეკა ბესელია.

ბესელია ვარაუდობს, რომ გამოძიება სწორედ იმიტომ არ იძვრის, რომ მისი ფარული კადრების გავრცელება „შორს არ არის მმართველი პარტიისგან.“

„ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებას რომ არ აქვს და არც მე მაქვს ეს არის იმის მიზეზი, რომ კვალი არ არის შორს იმ პირებისგან, ვისაც შეიძლება ჰქონოდა ინტერესი ამ დანაშაულის მოფიქრების და განხორციელების. ამის მიზანი შეიძლება ჰქონოდა იმ ადამიანებს, რომლის წინააღმდეგაც მოხდა ჩემი ნაბიჯების გადადგმა.

ეს იყო ის ჯგუფი, რომელიც სასამართლოს გავლენიან ჯგუფად მოიხსენიება, მასთან დაკავშირებული პირები, ლობისტები, რომლებიც ლობირებდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას და მათ შორის პარტიულ შემადგენლობაშიც. ასე რომ მგონია,რომ ეს პროცესი არ არის შორს მმართველი პარტიისგან, ისე როგორც ვერ გამოვრიცხე ის ძალა, რომლის დროსაც მოხდამ ამ უკანონო ჩანაწერის განხორციელება,“-ამბობს ბესელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42