დანგრეული ინფრასტრუქტურა და შემცირებული ტურისტული ნაკადი - რა ხდება აფხაზეთში, რა გავლენას ახდენს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და როგორ ცხოვრობენ ქართველები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში.
ქართველი გოგონა, რომელიც გაგრაში რესტორან „ნარტაში“ მიმტანად მუშაობს, „ნიუპოსტს“ უყვება, რა მდგომარეობაა აფხაზეთში ტურიზმის მიმართულებით.
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, 10 ივლისის მონაცემით ტურისტების რაოდენობამ 200 ათას გადააჭარბა.
როგორც აფხაზეთში მაცხოვრებელი ქართველები „ნიუპოსტთან“ საუბარში ჰყვებიან, შარშანდელთან შედარებით ეს ციფრი ოპტიმიზმის საშუალებას ნაკლებად იძლევა.
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბატალ ტარბა, რომელიც აფხაზეთში ტურიზმის მიმართულებას კურირებს, აცხადებს რომ რომ სექტემბრის ბოლომდე აფხაზეთში ტურისტების რაოდენობა მილიონს მიაღწევს.
„ნიუპოსტმა“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა 20 წლის ქართველ სტუდენტთან, რომელიც აფხაზეთში სოხუმის უნივერსიტეტში სწავლობს და ამჟამად გაგრაში რესტორან „ნარტაში“ მიმტანად მუშაობს.


-ლანა, რა ხდება გაგრაში, ბევრი ტურისტი გყავთ?
-ივნისის თვე ფაქტიურად ჩავარდნილი იყო, სახრბიელო მდგომარეობა არც ივლისში ჰქონდათ. ტურისტები აქ სულ არიან, მაგრამ როგორც ადგილობრივები ჰყვებოდნენ, შარშან ივლისის თვეში სანაპიროები გადაჭედილი იყო. თუმცა ბოლო 10 დღეა რაც ხალხის ნაკადმა იმატა. ძირითადად რუსები და სომხები არიან, რუსები უფრო მეტი.
ამბობენ, რომ ყირიმთან შედარებით აფხაზეთში ბევრად დაბალი ფასებია და აქური ზღვაც მოსწონთ. ერთადერთი რაზეც წუწუნებენ, ინფრასტრუქტურის არ ქონაა. სასმელი წყალი ბევ ადგილას გრაფიკითაა, სახლები, რომელსაც ქირაობენ, გაზქურები სამზარეულო ფაქტიურად გარეთ აქვთ, ასევე საპირაფრეშო. ეს უქმნით დისკომფორტს და როცა სახლს არჩევენ, ამაზე ხშირად წუწუნებენ.
-სახლებს რამდენად აქირავებენ?
-გააჩნია, ოთახებს ქირაობენ უფრო. მთლიან სახლს არა. ფასები დღეში 500 რუბლიდან 1 500 რუბლამდე ადის, დაახლოებით ეს არის 25 ლარიდან 85 ლარამდე.
-შენ რაზე მუშაობ რესტორანში და რას გიხდიან?
- მე მიმტანი ვარ, ეს არის რესტორანი „ნარტაა“ , სადაც ტრადიციულ აფხაზურ და მეგრულ კერძებს ამზადებენ. მე 2 თვეა რაც აქ ვმუშაობ, დღში 1000 რუბლს მიხდიან, საჭმელში ფული არ მეხარჯება და საცხოვრებლად ჩემს აფხაზ ნათსავებთან ვცხოვრობ.
ზაფხული ძალიან მნიშვნელოვანი სეზონია აფხაზეთში მაცხოვრებელი ქართველებისთვის, რადგან ძირითადად ქართველები ვმუშაობთ რესტორნებში კაფეებში, სასტუმროებში. ოღონდ აქ ის პრინციპია, რომ სრული სეზონით გიღებენ სამსახურში, ანუ 10 დღით ან ერთი თვით არავინ აგიყვანს. გთავაზობენ, რომ სექტემბრის ბოლომდე იმუშაო.
ამიტომ აფხაზეთში ქართველები ყოველ წელიწადს ველოდებით ზაფხულის სეზონს, რომ ცოტა სოლიდური თანხა შევაგროვოთ.







მასალის გამოყენების პირობები






