„შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
უსუფაშვილის თქმით, ოქრუაშვილმა მას სთხოვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებისთვის ეთქვა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი მზად არის პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის.
„მე არანაირი მოლაპარაკება ოქრუაშვილთან არ მქონია. ირაკლი ოქრუაშვილი თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ის მზად არის მისცეს ჩვენებები, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე პროკურატურას და სურს, ურთიერთობა ააწყოს "ქართულ ოცნებასთან" და ივანიშვილთან და მთხოვა, გადამეცა მე "ქართული ოცნების" ხელმძღვანელებისთვის. მე ამის თაობაზე ვესაუბრე პრემიერ ღარიბაშვილს, ასევე, ბიძინა ივანიშვილს და მათგან მიღებული პასუხი გადავეცი ოქრუაშვილს და პასუხი იყო შემდეგი - დაელაპარაკოს პროკურატურას, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ეს იყო ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში, მას შემდეგ ოქრუაშვილი დადიოდა პროკურატურაში და აძლევდა ჩვენებებს, ოცნებასთან მისი ურთიერთობა განვითარდა თუ არ განვითარდა, ეს მე უკვე აღარ ვიცი" - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






