ირაკლი ოქრუაშვილმა იმ ჩვენებაზე ისაუბრა, რომელშიც ის აღიარებდა, რომ დვალსა და აქიმიძეს რუსთავი2-ის წილები ხელისუფლების ზეწოლით ჩამოერთვა და ის ერთ-ერთი მოქმედი პირი იყო. ოქრუაშვილის თქმით, ეს ჩვენება ივანიშვილთან გარიგების შედეგი იყო:
„სიადან ჩაუვარდა დვალს ჩემი დაკითხვის ოქმი, ე,ი პროკურატურამ მისცა."- აღნიშნა ოქრუაშვილმა.
"მე დავიწყე ურთიერთობის გარკვევა და დალაგება ივანიშვილთან, რომ მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში, მინიმუმ ხელი რომ არ შეეშალათ“- განაცხადა ოქრუაშვილმა, მისი თქმით მასსა და ივანიშვილს შორის შუამავალი იყო უსუფაშვილი.
ოქრუაშვილის თქმით, ივანიშვილისგან მას გადასცეს რომ შოთაძე დაუკავშირდებოდა და დეტალებზე დაელაპარაკებოდა. ოქრუაშვილის თქმით, იმ ჩვენების მიცემა, რომელიც ბოლო დღეებში მედიაში გავრცელდა, სწორედ ამ გარიგების შედეგი იყო.
„უსუფაშვილმა ივანიშვილისგან მომიტანა ძალიან მარტივი მესიჯი, პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო. არჩევნებთან დაკავშირებით ჩემ რაღაც საკითხის გარკვევაზე არის ეს პასუხი. შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მან მომთხოვა ამ ჩვენების მიცემა ასეთი სახით როგორითაც მაქვს”- განაცხადა ოქრუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






