იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, ლევან გზირიშვილის შვილს მოსამართლეობა სურს. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ გზირიშვილის „სიჩუმეს კლანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს".
"რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრის ლ. გზირიშვილის შვილს შემოუტანია განაცხადი, იუსტიციის უმაღლესი სკოლაში მსმენელად მისაღებად. როგორც ჩანს, მოსამართლეობა განუზრახავს, თანაც იმ პერიოდში, როცა მისი მამა წევრია. და როცა მისი მამის ხმას და სიჩუმეს ამ კლანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი. თანაც ხომ ვერ ავუკრძალავთ მონაწილეობას? რა თქმა უნდა, ამას არც ვგულისხმობ, მაგრამ მოგეხსენებათ კონტექსტი მნიშვნელოვანია.
გაგახსენებთ ომბუდსმენის ანგარიშს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 50 ადამიანის შერჩევის ეტაპზე გამოვლინდა 10 ბიულეტენი, რომელიც ერთიანი სქემით იყო შემოხაზული.
ამ 10-დან სავარაუდოდ 7 არის მოსამართლე და 3 არამოსამართლე წევრის ბიულეტენი.
დაახლოებით 2 კვირის წინ პ.ს.-ში გასული გზირიშვილის კომენტარი მიუთითებს იმაზე, რომ მას არც კითხვები და მითუმეტეს კრიტიკული დამოკიდებულება არ აქვს ამ სქემასთან დაკავშირებით, რაზეც ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული.
აქედან გამომდინარე, ჩემი ღრმა რწმენით ლ. გზირიშვილის შვილს მიიღებენ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სანაცვლოდ კი მისი მამა, ლ. გზირიშვილი, საბჭოს არამოსამართლე წევრი, ალბათ არ დაიხევს უკან რომ ე.წ. კლანს მისი მიზნების განხორციელებაში დაეხმაროს, განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, ვგულისხმობ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების წარდგენას"- აცხადებას ჯანეზაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






