ევროსასამართლოს შეცდომა რუსთავი 2-ის საქმეში - "ასეთი მარგალიტები ბევრია... კრიტიკა არ აკნინებს სასამართლოს და მის შემადგენლობას"
პოლიტიკა - 08:41, 22 Jul, 2019     1790
იუსიტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, აშშ-ის ადვოკათა ასოციაციის სამართლის უზენაესობის პროგრამების უფროსი მრჩეველი, თინა ბურჯალიანი რუსთავი 2-ის საქმეში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც საუბარია ნიკა გვარამიას მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნაზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მითითებით გვარამიამ 2009 წელს ჩაიდინა, პროკურორად საქმიანობის დროს. თინა ბურჯალინი მიუთითებს, რომ სტრასბურგის ეს ამონარიდი არასწორია, რადგან გვარამიას საჯარო სამსახურის პერიოდზე არასოდეს ედავებოდნენ. ბურჯალიანის განმარტებით, ევროსასამართლოს გვარამიას მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნაზე სრული ინფორმაცია ჰქონდა, თანდართული მასალებით.
ეს არის რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამონარიდი. აქ სიტყვა-სიტყვით წერია შემდეგი: "დანიშვნიდან მალე, 2012 წლის 12 დეკემბერს, ნ.გ-ს (ნიკა გვარამიას) მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, კორუფციული დანაშაულისათვის, რომელიც მან სავარაუდოთ ჩაიდინა 2009 წელს, როდესაც მთავარი პროკურორის მოადგილე იყო."
ეს რა თქმა უნდა არასწორია. ნიკას არასოდეს ედავებოდნენ საჯარო სამსახურის პერიოდზე. ევროსასამართლოს ნიკას სისხლის სამართლებრივ დევნაზე სრული ინფორმაცია ქონდა, თანდართული მასალებით.
ვისაც გონია რომ ეს ნიკას ან იურისტების შეცდომაა და არა გადაწყვეტილების ავტორების დაუდევრობა, იმ ხალხთან ამ გადაწყვეტილების იურიდიულ დეტალებზე კამათს აზრი არ აქვს.
P.S. ასეთი მარგალიტები ბევრია. " - წერს თინა ბურჯალიანი.
იქვე თინა ბურჯალიანი, პოსტის ქვემოთ მითითებულ კომენტარებში აღნიშნავს, რომ "სასამართლო გადაწყვეტილებები საჩივრდება, სწორედ იმიტომ რომ არსებობს შეცდომის ან არასწორი ინტერპრეტაციის საფრთხე. ამის გამოსასწორებლად არსებობს ზედა ინსტანციები. არც ეს გამორიცხავს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. კრიტიკა არ აკნინებს არც სასამართლოს და არც მის შემადგენლობას. სასამართლოს პატივისცემა იმაში მდგომარეობს რომ ასრულებ მის გადაწყვეტილებას მოგწონს თუ არა ის" - აცხადებს ბურჯალიანია.
მისივე თქმით, ადვკატებისკენ ხელის გაშვერა რომ არასწორი იყო, ამას აღნიშნული ციტატა მოწმობს.
"გვარამიამ არ იცოდა ბრალი რაზე წაუყუნეს თუ მოატყუა ვინმე? შეცდომებს ყველა უშვებს. ეს გადაწყვეტილება ევროსასამართლოს კნკრეტული პალატის შეცდომაა. ეს არის ჩემი პროფესიული აზრი და ამის თქმის არ მერიდება." - ამბობს ბურჯალიანი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42