სუსლიაკი უკვე გამოატარა აზერბაიჯანულმა მხარემ და ამჟამად მასთან კითხვები ქართველ სამართალდამცველებს აქვთ. ადგილზე იმყოფება იულია სუსლიაკის ადვოკატიც.
ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ახლა დამატებითი პროცედურები ტარდება. მისი თქმით, სუსლიაკი გაიყვანეს ცალკე ოთახში და მას კითხვებს პროკურატურის წარმომადგენლები უსვამენ. ამ პროცესზე დასწრების საშუალებას ადვოკატს არ აძლევენ.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ სუსლიაკის საქართველოში შემოსვლას პროკურატურის წარმომადგენლები აჭიანურებენ.
„ისინი პროკურატურასთან თათბირობენ ახლა, არ უნდათ ცოცხალი თავით, რომ იულია სუსლიაკი შემოვიდეს საქართველოში და იქ ბრიფინგი ჩაატაროს და თქვას სიმართლე. გოგორელიანი და გიორგაძე - ამათი დაკვეთაა ეს ყველაფერი, რადგანაც ესენი უნდა დაისაჯონ. ვიდეო ფაილები მაქვს რაღაც ისეთი, რასაც მალავდა პროკურატურა, მაგრამ ფაილებში, რომელიც მე ძალით წავართვი იმათ, მე აღმოვაჩინე ბავშვებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები,“ - განაცხადა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






