ყაჩაღობა თემქაზე - შსს-მ სამი პირი დააკავა
კრიმინალი - 14:54, 21 Jul, 2019     2119
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 20 ივლისს თემქაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების სამივე წევრი: 1964 წელს დაბადებული ვ.კ. 1992 წელს დაბადებული ე.კ. და 1989 წელს დაბადებული ზ.ჟ. თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულებმა უკანონოდ შეაღწიეს და ბინაში მყოფი ოჯახის წევრები ცივი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს. ოჯახის დაყაჩაღების შემდეგ თავდამსხმელები ცდილობდნენ მიმალვას, რა დროსაც იმავე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებმა პირმა შეძლო ერთ-ერთი თავდამსხმელის ვ.კ.-ს შეჩერება, ხოლო დანარჩენი ორი პირი მიიმალა. შემთხვევის ადგილზე პოლიციამ დააკავა ვ.კ. ამოღებულ იქნა ბინიდან გატაცებული ნივთები და ნიღაბი, რომელიც დაკავებულს ყაჩაღობისას ეკეთა.

სამართალდამცველებმა უმოკლეს დროში დაადგინეს დანაშაულში მონაწილე დაჯგუფების სხვა წევრების ვინაობა. სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“მიმდებარედ ზ.ჟ.-მ „მაკაროვი“-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა პოლიციელების მიმართულებით, მაგრამ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ის ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ზ.ჟ.-ს კუთვნილი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები, ასევე ფული, მათ შორის ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული თანხის ნაწილი. პოლიციამ 21 ივლისს ბრალდებულის სახით დააკავა მესამე პირიც - 1992 წელს დაბადებული ე.კ. რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას, სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 353 პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით,179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42