"ქართველი დეტექტივები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ იულია დედაჩემი არ არის" - ტრეფიკინგში ბრალებული ქალის სკანდალური დეტალები
პოლიტიკა - 23:59, 20 Jul, 2019     1584
რეალური ტრეფიკინგი თუ დადგმული შოუ პოლიციისთვის ქულების ჩასაწერად - უკრაინელი ქალი, რომელსაც ბავშვებით ვაჭრობას ედავებოდნენ სასამართლომ გაათავისუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტრეფიკინგის და შვილების გაყიდვის ბრალდებით დაკავებული, იულია სუსლიაკის ქალიშვილი პირველად ალაპარაკდა. 10 წლის გოგონა ფსიქოლოგიურ ტერორზე საუბრობს, რომელსაც შსს-ს თანამშრომლები დედის დაკავების და დროებით თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ მის და-ძმაზე ახორციელებდნენ. მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვებთან, შინაგან საქმეთა უწყების წარმომადგენლები მიდიოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დედა მათ გაყიდვას აპირებდა.

მინდობით აღზრდაში გატარებულმა დღეებმა და ქართველი პოლიციელების ტერორმა ბავშვებზე მძიმე კვალი დატოვა. უკრაინელი ფსიქოლოგები დღემდე მათ რეაბილიტაციას ცდილობენ.

მასშტაბურ სკანდალში ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 აპრილს გაეხვა. 10 შვილის დედა ბავშვობით ვაჭრობის ბრალდებით დააკავა, თუმცა სამი თვეა ბრალის დამტკიცებას ვერ ახერხებს. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი თვითმფრინავი გამოგზავნა და უკრაინელი ბავშვები სამშობლოში დააბრუნა. ქართულმა მხარემ ამ დრომდე ვერ გადასცა უკრაინის ხელისუფლებას მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ დედა 10 ბავშვის გაყიდვას აპირებდა.

10 შვილის დედის დაკავების მიზეზად შსს-მ ბავშვებით ვაჭრობა დაასახელა, ბრალის დადგენილებაში ვკითხულობთ, - იულია სუსლიაკმა გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკრაინაში იყიდა 10 არასრულწლოვანი, ავტომობილით გადაიყვანა რუსეთში, შემდეგ წავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც კიდევ ერთი ბავშვი იყიდა და რუსეთში დაბრუნდა, საქართველოს შს სამინისტროს მტკიცებით, 1 მცირეწლოვანი - სავა სუსლიაკი გამოძიებისთვის დაუდგენელ ვითარებაში, იულია სუსლიაკმა რუსეთში გაყიდა დანარჩენი ბაშვები კი გასაყიდად ოკუპირებულ აფხაზეთში მიჰყავდა, თუმცა ეს ვერსია ექსპერტიზის დასკვნებით არ დასტურდება.

დგინდება, რომ 10-დან 4 ბავშვის ბიოლოგიური დედა თავად იულიაა და ის საკუთარ შვილებს ვერ იყიდდა. დანარჩენი ბავშვები კი სუროგატებმა გააჩინეს, მათი ბიოლოგიური მამა იური სუსლიაკია.

იური და იულია სუსლიაკები უკრაინაში სამშენებლო ბიზნეს ფლობდნენ, მენაშენეებმა დავა დაიწყეს, რის გამოც ბიზნეს პარტნიორებთან პრობლემები შეექმნათ. საქმესთან ნაცნობი ადვოკატი ამბობს, რომ სუსლიაკები სწორედ ამ პრობლემებს გაურბიან და ფიქრობდნენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლით ინტერპოლისთვის ხელმიუწვდომელი გახდებოდნენ.

საქართველოს შსს ამტკიცებს, რომ იულია სუსლიაკმა ერთი შვილი რუსეთში გაყიდა, თუმცა ეს ფაქტი ოჯახისთვის მოსასმენადაც კი მძიმეა. ბებია იხსენებს, ტრაგედიას, როდესაც სავა სუსლიაკი აბაზანაში დაიხრჩო, მაშინ ბებია ხმელინსკიდან მოსკოვში სასწრაფოდ გადაფრინდა.

ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ სამტომიან საქმეში იულია სუსლიაკის ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ დევს. საქართველოს ხელისუფლებამ კი სკანდალის და ხმაურის მოსაწყობად უკრაინის მოქალაქეზე საქმე შეკერა, შექმნა განცდა თითქოს დიდი კრიმინალური დაჯგუფება გამოავლინა და ქულების ჩაწერა განიზრახა, თუმცა ახლა პიარ კამპანიისთვის განკუთვნილი საქმე ხელისუფლებას უკან შემოუბრუნდა და ჩიხში შევიდა.

ჩიხიდან გამოსვლას ქართული მხარე ზეწოლით ცდილობს. ბრალდებულის მეუღლემ ჯერ სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მას უცნობი პირი პროკურატურის სახელით უკავშირდებოდა და გარიგებას სთავაზობდა. თუ იულია სუსლიაკი ბრალს აღიარებდა, საქმე შეწყდებოდა და მას ჯარიმის გადახდის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლებდნენ. გარიგება არ შედგა. სასურველი ჩვენების მისაღებად სახელწმიფო უწყება ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც წავიდა. ოჯახი ამბობს, რომ იულია სუსლიაკს საპატიმროში არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ.

შსს იძულებული გახდა უკან დაეხია. პროკურატურის მოთხოვნით სასამართლო სხდომა დათქმულ ვადაზე ერთი კვირით ადრე გაიმართა და ტრეფიკინგში ბრადებული ქალი სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს უკრაინული მხარის მოთხოვნით მოხდა და ახლა საქმის წარმოებას უკრაინული მართლმსაჯულება გააგრძელებს.

გამოძიებასთან კითხვები აქვთ უკრაინელ უფლებადამცველებსაც. სასამართლოს გადაწყვეტილებები და პროკურატურის დუმილი საბჭოთა პერიოდს ახსენებთ.

საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სუსლიაკების ოჯახი ჯერ საქართველოს სასამართლოში შეეცდება და იმედი აქვს, რომ სიმართლეს დაამტკიცებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახი ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოშიც გააგრძელებს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42