ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოტანილ გადაწტვეტილებას ეხმაურება.
სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ სახელმწიფომ განაჩენი სამართლიან და აპოლიტიკურ გარემოში უნდა აღასრულოს.
"ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია და კვლავ აგრძელებს საქართველოს დახმარებას გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მრავალფეროვნების დაცვაში.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით სიტუაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით. გამოხატვის თავისუფლება და მედია ლანდშაფტი, რომელიც აზრთა ფართო სპექტრს წარმოადგენს, არის დემოკრატიის საფუძველი. ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] მთავრობას, რომ აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი, აპოლიტიკური და მისცეს საშუალება მედიას, რომ წარმოადგინოს სხვადასხვა შეხედულება და აზრი.“- აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
მასალის გამოყენების პირობები






