"რუსთავი 2“- ის ახალმა გენერალური დირექტორი პაატა სალია არხის ჟურნალისტებს საგარანტიო ხელშეკრულების დადებაზე უარს ეუბნება.
მისი თქმით, ამ ეტაპზე რთულია ხელშეკრულების პირობებზე საუბარი."როგორც გავიგე, ხელშეკრულებები ყველასთან არსებობს წერილობითი ფორმით. იქნებ უკეთესი პირობები წერია, ვიდრე ჩვენ ვთავაზობთ, ან იქნებ ჩვენ უკეთეს პირობებს ვთავაზობთ. ამ ეტაპზე ძალიან რთულია ამ მოკლე ვადაში ამაზე საუბარი, თუმცა ერთი რამ, რაც დავაფიქსირე გუშინაც და დღესაც, ვამბობ ამას, რომ ხელშეკრულება თავისთავად არაფრის გარანტია არ არის.
მე შეიძლება მივცე სიტყვა, გარანტია რა არის ამ შემთხვევაში, უნდა მითხრას მეორე მხარემ მისთვის, ჰო? თუ ის თვლის, რომ კონტრაქტია გარანტია და კონტრაქტის პირობებში თავს ჩათვლის მშვიდად, კონტრაქტი გარკვეულწილად შეიძლება იყოს ფინანსური გარანტია და არა იმის გარანტია, რომ ეს კონტრაქტი არ შეწყდება ვადაზე ადრე,“ - განაცხადა პაატა სალიამ.
"რუსთავი 2"-ის თანამშრომლები ქიბარ ხალვაშს უნდობლობას უცხადებენ და გარანტიისთვის კონტრაქტებს ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






