ზოიძეს მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება თუ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის საქმიანობაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესაც ჩართავს.
„არაფერი კავშირი ხელისუფლებას ამასთან არ აქვს, რაც აქვს კავშირი, ეს გახლავთ ის, რომ მე პირადად ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს, რაც შეიძლება მეტი კრიტიკული, ობიექტური არხი იმისთვის, რომ ხელისუფლება იყოს ფორმაში. მეორე თემაა, მიკერძოებულია, არამიკერძოებულია, პარტიული ტელევიზიაა, ეს ყველაფერი კამათის და შეფასების თემა არის. მე მომწონს "რუსთავი 2," რომელიც იქნება ობიექტური, მკაცრად კრიტიკული, თუნდაც მთავრობის მიმართ, ოღონდ სასურველია, რომ ეს ობიექტურობა არ იყოს მხოლოდ გინების სიღრმეზე და სიმწვავეზე დამოკიდებული.
მე, შინაგანად, როგორც ერთ მოქალაქეს, სამართლიანობის შეგრძნება მექნებოდა, რომ დვალს და აქიმიძესთან მიმართებით ყოფილიყო სამართლიანობა აღდგენილი. არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია, რამდენად შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები არსებობს, კონტრაქტები, მე უბრალოდ, გეუბნებით ჩემს პოზიციას,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






