ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა სტრასბურგის სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღო.
„არ ჩაივლის პუტინისა და ლავროვის ბრიფინგი, რომ წინ წამოწეული არ იყოს "რუსთავი 2," დღეს "რუსთავი 2" ქმნის იმპერიისთვის საშიშ და საწინააღმდეგო საზოგადოებრივ აზრს. როგორც იმპერიის წარმომადგენელი და საქართველოს საოკუპაციო კომიტეტის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ვალდებულია შეასრულოს უფროსების დაკვეთა. მთავარი ამოცანაა "რუსთავი 2"-ის პარალიზაცია.
რაც მთავარია "რუსთავი 2"-ს არჩეული აქვს გეოპოლიტიკური ორიენტაცია, ეს არის საქართველოს დეოკუპაცია და შორს რუსული ბატონობისგან. იმ პალატაში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სტრასბურგში აზერბაიჯანელი მოსამართლეა წარმოდგენილი, მოდი ახლა და ნუ იეჭვებ, რომ დავით გარეჯი არ გაიცვალა "რუსთავი 2"-ზე. "რუსთავი2" აკარგინებდა პოლიტიკურ ძალაუფლებას მას, რას არ გაიღებდა რამდენიმე ლავრას და მონასტერს, რომ აზერბაიჯანელი მოსამართლე გადმოებირებინა?
მივედით იქამდე, როდესაც ქვეყანა ირჩევს, დარჩება პოსტმოსკოვურ სივრცეში უზბეკეთისა და თურქმენეთის მსგავსად, თუ გახდება დემოკრატიული სამყაროს თავისუფალი წევრი“-განაცხადა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






