"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია „ნიუპოსტთან“ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებსა და უზენაესი საბჭოს მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ.
ოპოზიციის წარმომადგენელთან ვრცელი ინტერვიუ 18 000 000 - იანი ბიუჯეტის განხილვით დავიწყეთ და შევეცადეთ გაგვერკვია რაში ხარჯავს აფხაზეთის დევნილი მთავრობა საბიუჯეტო თანხას. აღმოჩნდა, რომ დევნილებისთვის შექმნილი უწყება ყველაზე ცოტას სწორედ იძულებით გადაადგილებულთა საჭიროებაზე ფიქრობს.
„აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი მორგებულია მხოლოდ და მხოლოდ მანდ მომუშავე მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახების კეთილდღეობაზე. მთავრობის 2019 წლის ბიუჯეტი 18 000 000 ლარს შეადგენს. ფინანსურ დოკუმენტში უკანასკნელი ცვლილება, წინასაარჩევნოდ, მიმდინარე წლის აპრილში შევიდა. თვითმმართველობის არჩევნების დროს მათ გარკვეული თანხები ზუგდიდისთვის მომართეს. კერძოდ, არაფინანური აქტივების ზრდამ შეადგინა 784100 ლარი, რაც წინა წელთან შედარებით რეკორდული ზრდაა (4 93850 ლარი) ეს ემსახურებოდა ზუგდიდის მერის არჩევნებს - სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობას არაფნანსური აქტივები გაუზარდეს 334000ლარით და ზუსტად ამ თანხით იქნა ამომრჩეველი მოსყიდული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - არჩევნების წინ დევნილ ოჯახებს 150 ლარი მისცეს ერთჯერადი დახმარების სახით “- აცხადებს შენგელია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს რომ დავუბრუნდეთ, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, 18 000 000-იანი ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურება 8 395050 ლარს შეადგენს. საქონელსა და მომსახურებისთვის განკუთვნილია 3 306980 ლარი. ამის ფონზე კი სოციალური უზრუნველყოფისთვის განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ 1 628 020 ლარი, რასაც ოპოზიცია ცინიკურს უწოდებს და ბიუჯეტის უსამართლოდ განაწილებაზე მიუთითებს.
ბესო შენგელიამ „ნიუპოსტთან“ სხვა უთანასწორობაზეც ისაუბრა:
„დევნილთა ჯანმრთელობაზე მხოლოდ 875 000 ლარი იხარჯება, განათლებაში - 645 470, ხოლო დასვენება, კულტურა და რელიგიაში ბიუჯეტი ხარჯავს 2 676 00 ლარს. სამწუხაროდ, აღნიშნული პროგრამების ბენეფიციარები იყვნენ აფხაზეთის მთავრობის ოჯახის წევრები და ახლობლების შვილები.
მთელი ბიუჯეტი, რომ ავიღოთ, აღმასრულებელ და წარმომადგენლობითი ორგანოსთვის 13 000 000 ლარამდე იხარჯება დანარჩენი 5,5 მლნ. ლარი ნაწილდება პროგრამებზე. ამის ფონზე აფხაზეთის მთავრობის მეთაურის ხელფასი დღეში 117 ლარზე მეტს შეადგენს ამის ფონზე კი დევნილს აქვს 45 ლარი დახმარება. სირცხვილია, როცა მთავრობის მეთაური იღებს ერთ დღეში 100 ლარზე მეტს, როცა მკვეთღად გამოხატული შშმ პირს წელიწადში მხოლოდ 150 ლარით ეხმარებიან. 150 ლარს აძლევენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე პირებს. მხოლოდ 150 ლარით ეხმარებიან მარჩენალ დაკარგულებს, ისევე როგორც დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანებს. ამ 150 ლარს აფხაზეთის მთავრობის მეთაური ერთ დღეში იღებს. ამის ფონზე კი სხვა მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე მთავრობა ერთჯერადად 200 ლარს გასცემს“- უთხრა „ნიუპოსტს“ ბესო შენგელიამ.
გაზრდილი შტატები:
ენმ-ს წევრი აფხაზეთის ავტონომიურ მთავრობაში გაზრდილ შტატებზეც საუბრობს. მისი თქმით, 18 000 000 ლარს ოფიციალურად 561 ადამიანი ხარჯავს.
„ეს ადამიანები არიან საჯარო მოხელეები ან უმაღლეს საბჭოში არჩეული დეპუტატები. 561ადამიანის გარდა კიდევ 1 500 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, სიპებსა და აიპებში გაბნეული.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენ ვაფინანსებთ, ზემო აფხაზეთის წარმომადგენლობა და ამ 10 ადამიანს რა ფუნქცია აკისრია კაცის შვილმა არ იცის. 40 ადამიანია დასაქმებული აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთისში, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის, აჭარის წარმომადგენლობაში 25 ადამიანი მუშაობს.
აფხაზეთის მთავრობა განთავსებულია თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, ხოლო მისი წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში გამაგრებულია მარჯანიშვილზე და ამ კონკრეტულ ადგილზე კიდევ 48 ადამიანია დასაქმებული. ჩვენ ასევე ვხედავთ ცალკე, დევნილთა დეპარტამენტს, სადაც 45 ადამიანია დასაქმებული. ასევე უწყებასი შედის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისსტრო, რომელშიც 27 ადამიანი მუშაობს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 77 ადამიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის აპარატში 15 ადამიანია დასაქმებული. თვითონ ა/რ მთავრობის აპარატში და მასთან არსებულ ორგანიზაციებში 82 ადამიანია დასაქმებული. უმაღლეს საბჭოში კი 65. ისმის შეკითხვა - რას აკეთებენ ეს ადამიანები, წლების განმავლობაში ერთი დოკუმენტიც კი ვერ ვნახეთ, რა გაკეთდა აფხაზეთის დაბრუნების კუითხით. დევნილთა დაბრუნების პროგრამაზე საერთოდ არ ვსაუბრობ, რადგან ასეთი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს“- აღნიშნა ბესო შენგელიამ.
ბიუჯეტის ფლანგვა და ნეპოტიზმი ერთი ოჯახის მაგალითზე:

დავთ გვაძაბია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. მას შვილი, დავით (უმცხოსი) გვაძაბია დასაქმებული ჰქვას აფხაზეთის მთავრობაში - შერიგების საკითხთა სახელმწიფო მინისტრად. გვაძაბიას ძმისშვილი, ეკატერინე გვაძაბია აფხაზეთის მთავრობაში, მთავარ სპეციალისტად მუშაობს. გვაძაბიების სიძე ლევან თევზაია დასაქმებულია აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა. თევზაია აფხაზეთის მთავრობაში ბაღების მართვის სააგენტოდან გადავიდა. უსამსახუროდ არ დარჩენილა თევზაიას დედაც. ნინო ჯიშკარიანი დასაქმებულია სსიპ-სოხუმის დ. არაყიშვილის სახელმწიფო სასწავლებლში.
„ეს არის ნეპოტიზმის გამოკვეთილი ფაქტი. ერთი ოჯახი დევნილების კუთვბილი ფულიდან მინიმუმ 11 000 ლარს იღებს ხელფასის სახით. გვაძაბიები არიან ერთ-ერთი რომლის შესახებაც ინფორმაციის დადგენა შევძელით, თორემ აფხაზეთის მთავრობაში, მაღალჩინოსნების მეგობრები, კლასელები, ახლობლები კიდევ ბევრნი არიან დასაქმებულნი“- განმარტა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გავლენები აფხაზეთის ავტონომუირი რესპუბლიკის მთავრობაში:
„სანამ კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე ვისაუბრებდე მინდა ვთქვა, რომ აფხაზეთიდან დევნილებმა საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ერთმნიშვნალოვანი პასუხი გასცეს. „ოცნებამ“ და მისმა კანდიდატმა ყველა ის უბანი წააგო, სადაც აფხაზეთიდან დევვნილები არიან რეგისტრირებულები. მარცხის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ მის მოადგილეს ლევან კაკავას დაავალა ხელში აეღო აფხაზეთის მთავრობაში შემავალი სტრუქტურების მმართველობა. ამის შემდეგ, ვხედავთ, რომ ზუგდიდის არჩევნების წინ, თანამდებობიდან ხსნიან ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელად რუსლან აბაშიძე ინიშნება. ასევე იცვლება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და იქ ბატონი გამახარია აირჩიეს“- გვითხრა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსლან აბაშიძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის 2018 წლის 28 სექტემბერს 59 958 ლარი შესწირა, ამავე დღეს სალომე ზურაბიშვილს 6 000 ლარი შესწირა აბაშიძის მეუღლემ, თაკო ჩხეიძემაც.
ენმ-ს წევრი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს იმასაც რომ აფხაზეთის მთავრობის მოადგილის პოსტზე ანზორ მარგიანის დანიშვნისთვის აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის კონსტიტუციაც კი შეიცვალა.
„ბატონი მარგიანი ყოფილი პოლიციელია და 20 ივნისის სისხლიან ღამეს ქაშუეთთან სწორედ პოლიციელებთან ერთად იდგა. ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ რუსლან აბაშიძემ განათლების მინისტრად შს ყოფილი პოლკოვნიკი, ბატონი ნიჟარაძე დანიშნა. ნიჟარაძე რუსეთის მხარდამჭერია და 2002 წელს ის პარლამენტში ასლან აბაშიძის „აღორძინების“ სიით შევიდა. აფხაზეთის მთავრობაში მემკვიდრეობით მიიღო თანამდებობა დიმა ჯაიანის ვაჟმაც. საინტერესო ფაქტი დგინდება ჯანდაცვის მინისტრის ქალბატონი ბაკარაძის კავშირებზე ბატონ ლევან კაკავასთან და ზოგადად შინაგან სამეთა სამინისტროსთან“- გვითხრა შენგელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „ნიუპოსტს“ მიაწოდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის ბიუჯეტიდან ამოღებული პროგრამების ჩამონათვალი, რომელიც დევნილებისთვის სასცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასეთია მაგალითად სარეაბილიტაციო მკურნალობის პოგრამა; რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნობრივი პროგრამა; აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადება; აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები; აფხაზური ენის დღე და სხვა.
ბესო შენგელიას თქმით, სამაგიეროდ ხელსიუფლებამ ბიუჯეტში დატოვა ბუნდოვანი პროგრამები: საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც არა აფხაზეთის მთავრობის არამედ ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა. ბიუჯეტის პრიორიტეტებში მოხვდა ღვაწლმოსილ, მედალოსან, სტუდენტებთან შეხვედრა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის პედაგოგთა ტრეინინგი, თუმცა ბიუჯეტის ავტორები ვერ აკონკრეტებენ როგორ მოახერხებენ ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას და აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას. ისევე ტოგორც ბუნდოვანია რატომ უნდა გაიხსნას ან ხსნის აფხაზეთის მთავრობა ზემო აფხაზეთში რესურს-ცენტს.
„ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ აფხაზეთის მთავრობა სრულიად დაინგრა. ისინი სამსახურში არიან იმიტომ, რომ არჩინონ მხოლოდ საკუთარი ოჯახები. რამდენიმე წელია საერთაშორისო ასპარეზზე მოიხსნა აფხაზეთის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ეს ცენტრალურ ხელისუყფლებასთან ერთად, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კისერზეა. ცენტრალური ხელსიუფლება ან ქვეყნის პრეზიდენტი თუ არ აკეთებს ამას, შენ იმიტომ ხარ ავტონომიური რესპუბპუბლიკის პრეზიდენტი, რომ ამის შესახებ ღიად თქვა. ვეღარც ჟენევის მოლაპარაკებებიდან გამოგვაქვს კარგი შედეგები. ეს ნაწილი სამწუხაროდ, მხოლოდ საექსკურსიო ნაწილად იქცა. აფხაზეთის მთავრობას ერთი სიტყვა არ უთქვამს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე, არ მოუთხოვია არცერთი ე.წ. მაღალჩინოსანის შეყვანა ამ სიაში. ეს სულ მცირე მტერთან თანამშრომლობაა“- დასძინა „ნიუპოსტთან“ ბესო შენგელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






