რას უპირებს ხელისუფლება „რუსთავი 2-ს“? – 2 გეგმა, რომელიც ივანიშვილს უკვე წარუდგინეს
პოლიტიკა - 17:52, 19 Jul, 2019     7229
რატომ არ დაელოდა ხელისუფლება სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებას და რა გეგმა აქვს რუსთავი 2-თან მიმართებაში.

როგორც „ნიუპოსტს“ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი უყვება, ნიკა გვარამიას გათავისუფლება არ იქნება საკმარისი და ტყუილია განცხადება იმის შესახებ, რომ ქიბარ ხალვაში სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა.

„რუსთავი 2“- ში არ დარჩება არავინ, ეტაპობრივად ყველას დაატოვებინებენ არხს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდის ერთი ხელის მოსმით და ხისტად. ამ პროცესს არ უნდა დაერქვას, რომ ხელისუფლებამ გაყარა ჟურნალისტები. ყველა თავისით უნდა წავიდეს. ამისთვის უნდა შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ ვერცერთმა ვერ შეძლოს იქ დარჩენა და მუშაობის გაგრძელება. არც სიხშირეს ჩავახშობთ და არხს არ გამოვრთავთ. „რუსთავის 2“ -ის პლატფორმაზე შეიქმნება სრულიად ახალი გუნდი.“ - ასეთია ხელისუფლების პოზიცია, რომელზეც „ნიუპოსტის“ წყარო გვიყვება.

სხვათაშორის „იმედის“ საინფორმაციოს ხელმძღვანელის ნანა ლეჟავას ტელევიზიიდან წასვლაზე ბევრჯერ ითქვა, რაც საფუძველს მოკლებული სულაც არ იყო, ჯერ კიდევ 5 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას არხი დაატოვებინეს, თუმცა მოგვიანებით ის ისევ დატოვეს და ერთერთი ინფორმაციის მიხედვით, სწორედ იმიტომ, რომ ახალ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო ჯგუფს ნანა ლეჯავამ უხელმძღვანელოს. თუმცა, თავად ლეჟავას ჯერჯერობით „რუსთავი 2“ ზე გადასვლაზე უარი განუცხადებია.

საუბარია ნინო შუბლაძეზეც, რომლისთვისაც ეს არხი უცხო ნამდვილად არ არის, თუმცა გადასვლას არც ის ჩქარობს, სანამ სიტუაცია ცალსახად არ დალაგდება.

სხვა საკითხია პაატა სალიას პირობითი როლი ამ ისტორიაში. სალია ვერაფერს იზამს და მიუხედავად მისი გარკვეული უხერხულობებისა, მოუწევს პირველი დარტყმები საკუთარ თავზე აიღოს.

ხელისუფლების გეგმა მდგომარეობს შემდეგში:

აგვისტოში მედია - სივრცეში დიდი გადაადგილებები და რებრენდინგი მოხდება.

ბიძინა ივანიშვილმა ლაშა ნაცვლიშვილისგან და ნიკა ლალიაშვილისგან მიიღო გადაადგილების 2 ვერსია.

პირველი ვერსიის მიხედვით ტელეკომპანია „მაესტრო“ -ს საინფორმაციო ჯგუფი წამყვანებიანად და პროდუსერებიანად სამუშაო ჯგუფთან ერთად გადავიდეს „რუსთავი 2“- ში. „მაესტრო“ კი დარჩეს გასართობ არხად.

მეორე ვერსიის მიხედვით, „მაესტრო“ დატოვონ ისე როგორც არის და „რუსთავი 2“ დააკომპლექტონ „იმედის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „მაესტროს“ კადრებით, თუმცა როგორც „ნიუპოსტის“ წყარო აცხადებს, ნაცვლიშვილი და ლალიაშვილი ეძებენ სხვა კადრებს სააგენტოებიდან და გაზეთებიდან, შექმნიან ბევრ ახალ სახეს.

მოკლედ, აგვისტოს თვეში მედია სივრცეში დიდ გადალაგება გადაჯგუფებას უნდა ველოდოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42