ის რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება ამას გამოკიტხულთა მხოლოდ 23% მიიჩნევს. ბოლო 4 წლის განმავლობაში IRI-ის კვლევებში ეს მაჩვენებელი 25%-ზე ზემოთ არ ასულა. ყველაზე მაღალი კი 2004-2005 წლებში 65% და 2012 წელს 63% იყო.
პასუხი არ აქვს/უარი პასუხზე 11%.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამოკითხვა 20 ივნისის მოვლენებამდეა ჩატარებული.
ქვეყნის მთავარი პრობლემის ათეული ასე გამოიყურება გამოკითხულთა 73% მთავარ პრობლემას უმუშევრობას მიიჩნევს, 34% ეკონომიკას (საარსებო მინიმუმი/მაღალი ფასები), 28% სიღარიბეს, 7% - დაკარგული ტერიტორიები, 9% ეკონომიკა (მთლიანად), 6%-განათლება, 6%- პენსიები. 5%- ჯანდაცვა, 3%- შიდა კონფლიქტები, 3%- საგარეო კონფლიქტები/ომი.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.


მასალის გამოყენების პირობები






