"რუსთავი2"-ის საქმე - განვითარებულ მოვლენებზე New York Times , Deutsche Welle, BBC წერენ
პოლიტიკა - 13:58, 19 Jul, 2019     1729
სტრასბურგში გამოტანილ გადაწყვეტილებას და „რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელის შეცვლას მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ეხმაურებიან.


The New York Times წერს, რომ პოპულარული სატელევიზიო არხი მოსკოვის მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს მედიის გაჩუმების მცდელობაა.

კრიტიკოსები კი შიშობენ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ქიბარ ხალვაში, გააჩუმებს ერთადერთ ძლიერ მედიასაშუალებას, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს."-წერს The New York Times.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესახებ ვრცელ პუბლიკაციას BBC აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს, რომ არხი პერიოდულად ხდებოდა თავდასხმების ობიექტი მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც მას ოპოზიციური პარტიისა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ტელევიზიას უწოდებდნენ.

"ქართული ოცნების" წევრებმა პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, არაერთხელ დაადანაშაულეს “რუსთავი 2” სიცრუის გავრცელებასა და პროვოკაციებში.

“Deutsche Welle” კი წერს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს უკვე ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში ტელეარხის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დანიშნა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ თანამდებობაზე მან საკუთრი ადვოკატი პაატა სალია შეარჩია.

"როგორც ის აღნიშნავს, დირექტორის გათავისუფლება ერთადერთი ცვლილება იქნება, რომელსაც ხალვაში გეგმავდა, ამასთან სალიას არ დაუკონკრეტებია ეთანხმება თუ არა რუსთავი ორის მოქმედ სარედაქციო პოლიტიკას"- წერს “Deutsche Welle”-ს რუსულენოვანი რედაქცია.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება "რადიო თავისუფლებაც". სტატიაში ნათქვამია რომ კრიტიკოსთა შეფასებით, ხალვაშის ნაბიჯი არის მთავრობის მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ მედიაში პოლიტიკური განსხვავებული აზრის ჩახშობას. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის მფლობელობა ხალვაშს გადასცა, რომელმაც ნიკა გვარამია ტელეარხის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42