"რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ Facebook-ზე გამოჩდნენ სახელისუფლებო ტროლები, რომლებიც რეალური სახელისა და გვარის მითითების გარეშე მოქმედებდნენ.
დარტყმის ობიექტი ამჯერად, გაერთიანებული ოპოზიცია აღმოჩნდა.
სოციალურ ქსელში გააქტიურდა ფეიკ გვერდი - "გაერთიანებული ოპოზიცია", რომელსაც "ძალა ერთობაშიასთან" კავშირი არ აქვს.
გვერდზე ევროსასამართლოს იმ მოსამართლეების სურათია დადებული, რომელმას R2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. გვერდის ავტორი ფოტოს კომენტარს ურთავს, რომ "მემგონი ყველაფერი ნათელია!" ფოტოს შინაარსი კი ასეთია, რომ თითქოს მოსამართლეებს გადაწყვეტილების მიღებისთვის 7 000 000 - დან 18 000 000 -მდე $ გადაუხადეს.

სტატუსს კი იწონებენ ტროლები სახელად "მაფიოზი ბანანა", "კარა მერი", "ჯაბა თბილისელი", "ირაკლი ირაკლი" ვინმე "გ.ბ" და სხვა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს სტრასბურგის სასამართლოს მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.
"მე არასოდეს ეჭვი არ შემიტანია და არც ახლა ვაპირებ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანას, მაგრამ ის, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას, ესეც ფაქტია. სანამ დიდი პალატის გადაწყვეტილება არ იქნება, ვერანაირი ხალვაში ამ ტელევიზიის მფლობელი ვერ გახდება"- თქვა გუშინ გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა გრილოლ ვაშაძემ.




ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა, რითაც ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.
ცნობისთვის, მხარეებს შეუძლიათ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივრონ. ამისთვის მათ სამთვიანი ვადა აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები






