„რაც შეეხება რუსთავი2-ის საქმეს სტრასბურგის სასამართლომ არცერთ ეპიზოდში ხარვეზი არ დაადგინა, ამასთან ერთად გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ფსევდო-დემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მათი მთავარი მიზანი გახლდათ საქართველოს ევროპული გზა, და ეს კიდევ ერთხელ აღმოჩნდა რომ არის ფარსი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ ცდილობს ნაციონალური მოძრაობა ჩირქი მოსცხოს იმ მთავარ პრინციპებს და ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მსურს, ყველა იმ ძალას რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული არჩევანი, ჩვენი არჩევანი, რომ საქართველოში იყოს მყარი ევროპული სამართლებრივი სისტემა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ითარგმნება ძალიან მარტივად, რომ ადგილი აქვს ჩვენ ევროპულ მისწრაფებაზე შეტევას და იმ პრინციპების დაზიანებაზე, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია და ის ფასეულობები, რომლითაც უნდა ავაშენოთ სახელმწიფო."- განაცხადა მამუკა ბახტაძემ
მასალის გამოყენების პირობები






