თსუ-ს საპატიო დოქტორი, რომელმაც სტრასბურგში რუსთავი 2-ს ვერდიქტი გამოუტანა, აფხაზეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკად მიიჩნევს
პოლიტიკა - 17:01, 19 Jul, 2019     16080

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც უდავოდ უდიდეს გავლენას მოახდენს საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ მიიღო. მასში შედიოდნენ: ანგელიკა ნუსბერგერი (Angelika Nußberger) - თავმჯდომარე (გერმანია) იანკო გროზევი (Yonko Grozev) (ბულგარეთი), ვინსენტ ა. დე გაეტანო (Vincent A. De Gaetano) (მალტა), სიოფრა ო'ლირი (Síofra O’Leary) (ირლანდია), მარტინს მიტსი (Mārtiņš Mits) (ლატვია), ლატიფ ჰუსეინოვი Lәtif Hüseynov (აზერბაიჯანი), ლადო ჭანტურია - საქართველო.

საბოლოო გადაწყვეტილებას 7 მოსამართლიდან მხოლოდ დე გაეტანო არ დაეთანხმა, რომელმაც კოლეგებს შემდეგი ტექსტით მიმართა: "მინდა მჯეროდეს, რომ ჩემი უთანხმოების მიზეზი არის ჩემი, როგორც პროფესიონალი მოსამართლის მგრძნობიარე პოზიცია, ობიექტური მიუკერძოებლობის მიმართ და არა ფაქტი, რომ სასამართლო მოწყვეტილია ეროვნულ დონეზე ცხოვრებისა და სასამართლო განხილვის რეალოას".

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენს მიერ მომზადებული მასალის მიზანი არ არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზია.

თუმცა საინტერესოა პალატის თავმჯდომარის, კიოლნის უნივერსიტეტის პრორექტორის, გერმანელი პროფესორის ანგელიკა ნუსბერბერის პიროვნება, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება აქვს მინიჭებული.

ინტერესს იწვევს ნუსბერგერის მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე ნაშრომი, რომელიც საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებს ეხება და თითქმის ზუსტად ემთხვევა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებს, საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შესახებ.

მისი განცხადებით, 1924 წელს სტალინმა აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა ავტონომიურ რესპუბლიკად "ჩამოაქვეითა" და საქართველოს შეუერთა, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა.

აღნიშნულ საკითხს თავის დროზე გამოეხმაურა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ პაპასქირი, რომელმაც ნუსბერგერის სტატიას ადექვატური პასუხი გასცა.

უფრო შორს მიდის ანგელიკა ნუსბერგერი ნაშრომში, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხება:

"სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, აფხაზეთს შეუძლია დაუბრუნდეს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ტრადიციას. იგი იყო დამოუკიდებელი იმპერია 15-ე საუკუნემდე, სანამ არ დაიპყრო ჯერ ოსმანთა, და შემდეგ რუსეთსი ცარისტულმა იმპერიამ (1810). 1918 წელს აგხაზეთი საქართველოს შეუერთდა. 1921 წელს როდესაც საქართველო ხელახლა დაიპყრო რუსეთის წითელმა არმიამ აფხაზეთი და საქართველო ორ დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლკიკად ჩამოყალიბდა. მხოლოდ 1931 წელს დაექვემდებარა აფხაზეთი თბილისის მმართველობას, იგი ჩამოქვეითდა "საბჭოთა რესპუბლიკიდან" "საბჭოთა ავტტონომიურ რესპუბლიკად".

აღსანიშნავია, ისიც რომ ანგელიკა ნუსბერგერი თავის დროზე ტალიავინის კომისიაში სამართლის ექსპერტად მუშაობდა და გარკვეული წვლილი შეიტანა კომისიის დასკვნის მომზადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42