სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ - ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ "რუსთავი2" მისი საკუთრებაა
პოლიტიკა - 11:30, 19 Jul, 2019     3317
„რუსთავი2“-ის ახალი მფლობელის წინააღმდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სახელით სარჩელი შეიტანეს. ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა.


ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო იმაზე საუბარი, რომ 2010 წლის გერმანიაში ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. საუბარია სკანდალურ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც რუსთავი 2-ზე პრეტენზიას გამოთქვამდა თავად აღიარებს, რომ ტელევიზიის ყველა უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.

დოკუმენტი ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაში ოქრუაშვილის ნომინალური პირი იყო, აღნიშნულ ფაქტს კი ხალვაში, ხელშეკრულებაში საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს. თუ ხალვაში ხელშეკრულებას დაარღვევდა მან ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი პროცენტებთან ერთად უნდა გადაუხადოს.

„შეგვაქვს სარჩელი ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა ყადაღის დადებაზე, გუშინ ქიბარ ხალვაში მიერ რეესტრში დარეგისტრირებული "რუსთავი2"-ის წილებზე. ეს არის მოთხოვნა, ყადაღის თაობაზე, სარჩელს შევიტანთ მომდევნო კვირაში და ეს უკვე იქნება ირაკლი ოქრუაშვილისთვის „რუსთავი2“-ისთვის გადაცემის მოთხოვნა. ამის საფუძველი არის შეთანხმება ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის დაიდო, 2010 წელს ქალაქ ბერლინში, ეს არის ყველაფრის საფუძველი რომ ჩვენ არამარტო ყადაღა დავადოთ წილებს,დავიბრუნოთ ეს ქონება.

2004 წელს გვახსოვს,რომ ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა "რუსთავი2"-ის 100%, მაშინ ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული პირი, ამიტომ ბუნებრივია წილები გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს თანხის მიღების გარეშე.

არავისთვის უცხო არ არის,რომ ქიბარ ხალვაში არამხოლოდ რუსთავი2-ის არამედ სხვა ბიზნესშიც წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესებს.

დღეს ბევრია საუბარი იმაზე, რომ ეს დოკუმენტები ყალბია, ამას ამბობს პაატა სალიაც, რომელიც რა თქმა უნდა ტყუის, არსებობს დადასტურებული მტკიცებულება სამი ექსპერტისა, მათ შორის პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტისა, რომ ეს არის ნამდვილი, ასევე ჩანიშნულია ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც არ ცხადდება ბატონი ხალვაში“-ამბობს პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა რეხვიაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, გია ზედელაშვილი ამბობს,რომ ამ დოკუმენტების მიხედვით დასტურდება,რომ რუსთავი2-ის წილი შეძენილი იქნა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელით.ასევე დასტურდება,რომ წილზე საკუთრების უფლება აქვს ირაკლი ოქრუაშვილს და არა ქიბარ ხალვაშს.

ასევე, როგორც ადვოკატი განმარტავს, ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლებამოსილება ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე მოეხდინა რაიმე საქმიანობა "რუსთავი2"-თან მიმართებაში და თუ ამ პირობას დაარღვევდა ის ვალდებულია ირაკლი ოქრუაშვილს გადაუხადოს 7 მილიონი დოლარი. ადვოკატი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშმა ეს პირობა დაარღვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42