“დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს დღეს სტეფანწმინდაში.
საოჯახო სასტუმროს – Ia's GuestHouse Kazbegi მეპატრონემ, ქალბატონმა ეთერმა, სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა.
მიზეზი არ გაინტერესებთ?
ბავშვები ხმაურობენო .
ახლა მალე უცხოელებს ველოდები და ამ ხმაურის გამო ბუქინგზე უარყოფით შეფასებას დამიწერენო .
როცა მეუღლემ მეპატრონეს აუხსნა, რომ ასე არ მოსულა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაგიერი სასტუმრო მაინც შემოეთავაზებინა, პასუხად ასეთი ფრაზები მიიღო:
„ჩემი სახლია და წადით ჩემი სახლიდან“, „მოუსვით აქედან“, „თქვენ თვითონ შეარჩიეთ სხვა სასტუმრო“...
ქალბატონო ეთერ,
დარწმუნებული ვარ, ვერ ხვდებით რა გააკეთეთ.
ვერც იმას ხვდებით, რომ 3 წლის ბავშვების კისკისისა და ჟივილ-ხივილის გამო არცერთი უცხოელი უარყოფით შეფასებას არ წერს.
ვერც იმას, რომ ცხოვრებასა და ბიზნესში მთავარი რამ ადამიანისა და საქმის სიყვარულია.
რაც არ უნდა გიხსნათ, ვერაფერს გაიგებთ, რადგან თქვენ 3 წლის ორი გოგონა გამოაგდეთ სასტუმროდან.
მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ შანსი, რომ რამე გაიგოთ:
1. როცა თქვენი სასტუმროს რეპუტაციაზე სათანადოდ ვიზრუნებ (გპირდებით!).
2. როცა ბავშვთა უფლებების ფეხქვეშ გათელვისთვის სათანადო პასუხს აგებთ (გპირდებით!).
ჩემო ძვირფასებო, უამრავო ნაცნობ-უცნობებო,
არასოდეს მითხოვია ჩემი პოსტების გაზიარება.
ახლა გთხოვთ.
(გაზიარებისას გთხოვთ ტექსტიც დააკოპიროთ)
ყველას გთხოვთ, ვისაც ჩემნაირად გსურთ, რომ ღირსეულ ქვეყანაში ვიცხოვროთ.
პატივისცემით,
ბუბა კუდავა,
#თუთამარიამი-ს მამა
18 ივლისი, 2019” - წერს ბუბა კუდავა.
მასალის გამოყენების პირობები






