"სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს"- ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი
პოლიტიკა - 19:51, 18 Jul, 2019     1265
“რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.


„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.

ვულოცავთ ქიბარ ხალვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით - სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს.“- ნათქვამია აქიმიძე-დვალის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

ასევე, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, სტრასბურგმა შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეშვა აპლიკანტების საჩივარი რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ

ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დატოვონ ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი;

6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თბილისის საქალაქო სასამართლოში;

ერთხმად გადაწყვიტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში არ დარღვეულა მე-6 მუხლი

6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ თბილისის უზენაეს სასამართლოში არ დარღვეულა მე-6 მუხლი.

რუსთავი 2 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობას სამი მუხლის დარღვევაზე ედავებოდა:

სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება და საკუთრების უფლება.

სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს იმას, თუ რამდენად ნეიტრალური და ობიექტური იყო მხარეთა თანასწორობა საქართველოს სასამართლოებში, რამდენად დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული რუსთავი 2-ის მიერ.

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში იგულისხმება ის, რომ საქართველოში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოებში მიმდინარე დავა მიზნად ისახავდა მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, მისი საქმიანობის შეფერხებას.

საკუთრების უფლება გულისხმობს იმას, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელ მესაკუთრეებს უკანონოდ წაართვეს ტელეკომპანია. ამასთან, რუსთავი 2-ს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა იდგა მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესი.

გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში საჯარო რეესტრმა რუსთავი2-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა, რომელმაც თავის მხრივ რუსთავი2-ის მენეჯმენტში ცვლილება შეიტანა და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, თავისი ადვოკატით პაატა სალიათი ჩაანაცვლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42