"ყველამ იცის, რომ ხალვაშის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას"- დეკანოიძის თქმით, ივანიშვილი 7 წელია "რუსთავი 2"-ის დახურვას ცდილობს
პოლიტიკა - 19:19, 18 Jul, 2019     951
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლება 7 წელი ცდილობდა "რუსთავი 2" დაეხურა.

ენმ-ს ლიდერის თქმით, ყველასთვის ისედაც ცნობილია, რომ ქიბარ ხალვაშის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი.

„ჩვენ საზოგადოებას კარგად მოეხსენება ვინ დგას ქიბარ ხალვაშის უკან, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ქართული ოცნება, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მიზანმიმართულად მთელი ამ შვიდი წლის მანძილზე ცდილობს დახუროს რუსთავი 2. მიითვისოს რუსთავი 2 და ამით მიითვისოს თავისუფალი სიტყვის ძალიან მნიშვნელოვანი პროდასავლური პლატფორმა. რა საკვირველია გააჩუმოს პროდასავლური პარტიები, გააჩუმოს ცალკეული ადამიანები, რომელსაც არ მოსწონს ამ ქვეყანაში გამეფებული კორუფცია და ბიძინა ივანიშვილის მსახური სახელმწიფო ინსტიტუტები. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ამ ქვეყანაში გადამწყვეტი. ბიძინა ივანიშვილი ვერ განსაზღვრავს როგორ უნდა იცხოვროს ქართველმა ხალხმა. ბიძინა ივანიშვილის უნდა ესმოდეს, რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ კონსტიტუციით ხალხი არის ხელისუფლების წყარო და ხალხი როგორც განსაზღვრავს ისე ინება და ამ ქვეყანაში ძალიან ბევრს ადამიანს არ მოსწონს ის პოლიტიკა, ის ყურმოჭრილი მონობა რომელსაც სახელმწიფო სამსახურები ქიბარ ხალვაშებით ახორციელებენ. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია რომ ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42