„რუსთავი 2-ის გაჩუმებას ვერ შეძლებენ... ბევრი რუსთავი 2 გაჩნდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილის ხელისუფლება არ დასრულდება“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 19:22, 18 Jul, 2019     864
"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობას ვერ შეძლებს.


მისი თქმით, თუ კი "რუსთავი 2"-ს გააჩუმებენ, გაჩნდება ახალი "რუსთავი 2" და ეს გაგრძელდება იქამდე სანამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ დასრულდება.

"რუსთავი 2" -ის ფაქტობრივად ხალვაშისთვის გადაცემა იმ მიზნისთვის კეთდება, რომ ოპოზიციას და ზოგადად თავისუფალ საზოგადოებას შეეზღუდოს ხმის ამოღება და ხალხი არ იყოს საქმის კურსში თუ რა ხდება ქვეყანაში და რა უბედურებასთან გვაქვს საქმე. რომ არა რუსთავი 2 შეიძლება არ გვცოდნოდა, რომ ფაქტიურად საქართველომ დასავლური ორბიტიდან საკმაოდ ღრმად შეტოპა ჩრდილოურ ორბიტაზე. ივანიშვილი ამ ქვეყანას აბარებს რუსეთს. იმიტომაც არის სინქრონულად იმუშავეს რუსეთმა, საგარეო უწყებამ რუსეთის, ბიძინა ივანიშვილმა. სამწუხაროა, რომ დემოკრატიული სამყაროს ისეთმა ინსტიტუტმა როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო მიიღო ასეთი გადაწყეტილება. საბჭოთა რეჟიმს ქართველი ხალხი ებრძოდა ა4 ფორმატის პროკლამაციებით და ერთგვერდიანი გაზეთებით. და ეს საბჭოთა რეჟიმი დაემხო და დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. გვიპირებენ უკან შეგვაბრუნონ მაგრამ ვერ მოხერხდება ეს. ივანიშვილი ცდილობს გააჩუმოს რუსთავი 2, თუმცა ის ამას ვერ მიაღწევს, რადგან ბევრი რუსთავი 2 გაჩნდება ქვეყანაში და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ დასრულდება.“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42