ჩვენ გვყავს კრემლის მარიონეტი ხელისუფლება, რომელმაც დაიწყო თავისუფლების ბასტიონზე შეტევა და ეს არის "რუსთავი 2" - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 19:18, 18 Jul, 2019     702
„რუსთავი 2”-ის საქმეზე განვითარებულ მოვლენებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ეხმაურება.


მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ჩქარობს, რომ ქვეყანაში დაასრულოს სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია, ამ საქმეში კი მას ზურგს რუსეთი უმაგრებს.

„ივანიშვილის რეჟიმი ჩქარობს საბოლოოდ დაასრულოს ქვეყანაში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება. ამ საქმეში ივანიშვილი არ არის მარტო მას ზურგს უმაგრებს რუსეთი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართველი ხალხი კარგავს არა მხოლოდ „რუსთავი2“-ს არამედ საქართველოს და მის თავისუფლებას. გავიხსენოთ ლავროვის გუშინდელი განცხადებები პირდაპირი მუქარა „რუსთავი-„2 თან დაკავშირებით და პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ გამოთქმული პოზიცია რუსეთის, რაც მან გაახმოვანა და ამაზე ბიძინა ივანიშვილის რეაქცია. დავასკვნათ აქედან რომ ჩვენ გვყავს კრემლის მარიონეტი ხელისუფლება საქართველოში, რომელიც ჩამოყალიბდა ივანიშვილის რეჟიმის სახით და მან დაიწყო თავისუფლების ბასტიონზე შეტევა, ეს არის "რუსთავი2". ისინი გადასული არიან შტურმზე. ისინი შეეცდებიან გააჩუმონ რუსთავი2.

ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ივანიშვილმა მიიღო გზავნილი რუსეთიდან და ეს გზავნილი სისრულეში მოიყვანა.

იმ პირობებში რაც გამოიკვეთა ტანდემში , ივანიშვილი და რუსეთი ერთად მუშაობენ საქართველოში „რუსთავი2“ - ის წინააღმდეგ, ამის შემდეგ გვაქვს მოლოდი, რომ არ ყოფილიყო სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება . ამ ვითარებაში აღსრულების შეჩერების მექანიზმი რომ ყოფილიყო დარჩენილი არ მჯერა, რომ ივანიშვილი თავს შეიკავებდა. მან მიიღო გზავნილი რუსეთიდან. ის აუცილებლად ამ გზავნილის რეალიზაციას მოახდენდა.

ისინი გადასული არიან აქტიურ შტურმზე, ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მალე გააჩუმონ "რუსთავი2, თუმცა ის ამას ვერ მიაღწევს, რადგან ბევრი რუსთავი 2 გაჩნდება ქვეყანაში და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ დასრულდება. შეგახსენებთ, რომ პროკლამაციებით დაემხო გაცილებით დიდი რეჟიმი - საბჭოთა კავშირი, ივანიშვილი მასთან მოსატანიც კი არ არის და მისი რეჟიმის დასრულების დროც მალე დადგება საქართველოში.“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42