"ისე გადააფორმა, როგორც ოროთახიანი „ხრუშოვკა“... რ2 ქიბარ ხალვაშის იქნება იმ ვადით, რა ვადითაც არის ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში"- ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 18:35, 18 Jul, 2019     1662
ნიკა გვარამია, რომელიც საჯარო რეესტრმა რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალიათი ჩაანაცვლა, დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რომლის თანახმადაც სასამართლომ რ2-ის მიმართ რაიმე დარღვევა არ დაადგინა, ნიკა გვარამია დამაბნეველს უწოდებს. მისი თქმით დამაბნეველია როგორც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე დასავლელი პარტნიორების თავშეკავებაც ამ საკითხთან დაკავშირებით. გვარამიას თქმით, იუსტიციის მინისტრმა, მიუხედავად იმისა, რომ რ2-ს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს სპრინტერული ტემპით შეცვალა, როგორც ტელეკომპანიის მფლობელები ასევე მენეჯმენტი, რაც ნიკა გვარამიას შეფასებით უკანონო და დანაშაულია.


„წულუკიანი 2-გზის დამნაშავეა ერთი დღის განმავლობაში, თან სპრინტერული ტემპით ამყარებს დანაშაულებს, დანაშაულების ჩადენის სტატისტიკა აქვს საოცარი. ასეთი აკრეფილი ტემპით გაუშვებს შემდეგი ხელისუფლება ციხეში და ეს შემდეგი ხელისუფლება იქნება პროდასავლური და არ იქნება ბიძინა ივანიშვილი. მანამდე რა მოხდება ამას ცოტა ხანში ვეტყვით საზოგადოებას. ცოტა დაფიქრება გვჭირდება, იმიტომ რომ დამაბნეველი იყო სტრასბურგის საოცარი გადაწყვეტილება, პირდაპირ კომენტარი არ მაქვს, დამაბნეველია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჯერჯერობით თავშეკავება, რომელიც არ მიმაჩნია გამართლებულად, თუმცა შეიძლება ვცდები, ამ საკითხში მაინც და მაინც კომპეტენტური არ ვარ, თუმცა ველოდებით, იმედი გვაქვს, რომ მალე იქნება. მაგრამ სრულიად არადამაბნეველი და გასაგებია ლავროვის, „გოსდუმის“ და პუტინის მოთხოვნითაც კი, ბიძინა ივანიშვილის მიერ დახურვა მისი მთავარი საძულველი არა არხის, არამედ მთავარი საძულველი მიზნის. ამ ქვეყანაში მას უფრო საძულველი არაფერი არ ქონდა, ვიდრე რუსთავი2. ეს ზუსტადაც რომ გასაგებია, მაგრამ ის ორი ფაქტორი რაც გითხარით, ის ჩემთვის დამაბნეველია და მაინც და მაინც ვერ ჯდება ჩემთვის იმ ფასეულობებთან, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვემსახურები. იმედი მაქვს, რომ შევძლებ რაღაცნაირად ჩამოვაყალიბო და არ ჩამომეშალოს ეს ფასეულობათა სისტემა და გადავიდე უკვე სწორი გადაწყვეტილების მიღებაზე. მოცემულობას ჩვენ შევეგუეთ ეგრევე, გადაწყვეტილებას არ დავეთანხმეთ, მაგრამ გამოვიყენეთ ის ხვრელები ასე ვთქვათ, რომელიც იყო ამ გადაწყვეტილებაში, იყო კონტრაქტში, მაგრამ ეს საქართველოს ხელისუფლებისათვის იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ვთქვათ წვიმა რომ წამოვა ამბროლაურში, აბსოლუტურად იდენტური დამოკიდებულება აქვთ, იმ საკითხისადმი და ამ ქვეყნის დემოკრატიისათვის მთავრი საკითხის გადამწყვეტი მედიის მიმართ. ისე გადააფორმა, როგორც ოროთახიანი „ხრუშოვკა“, ერთ საათში. ამას მიაყოლა ერთ საათში მენეჯმენტის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მიმართა ამ ქვეყნის ყველაზე კომპეტენტურმა ჟურნალისტურმა გუნდმა. ვერ ვიტყვი იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ ეს ველი არ მოუსუფთავა საქართველოს ხელისუფლებას, კი ბატონო მოუსუფთავა. ვერ გეტყვით იმას, რომ ჩვენმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორებმა, რომლებსაც შეუძლიათ პროცესებზე ზემოქმედება, ჯერჯერობით რაიმე შემაკავებელი ბარიერი დადგეს. იმედი მაქვს რომ ჩვენი გასაჩივრებული საქმე სტრასბურგში გამარჯვებით დასრულდება და ეს ბარიერებიც დაიდგმება. ეს იმედი განხორციელდება რამდენიმე თვის შემდეგ, მანამდე როგორი იქნება რ2-ის მდგომარეობა და ზოგადად მედიის და დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში, ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, ის აპირებს თავის კონტრაქტთან დაკავშირებით იდაოს, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიას კონტრაქტის ცალმხრივად დარღვევის შემთხვევაში მას 5 მილიონი უნდა გადაუხადონ:

„კონტრაქტზე ვიდავებ ჩვეულებრივად და მოვიგებ, მაგრამ ესეც იქნება რამდენიმე თვის, თუ წელწადის, წელწადნახევრის მერე არა, მოვიგებ 5 მილიონს როდესღაც, ჩავდებ ახალ ტელევიზიაში, მაგრამ ჯერ ეს სიტუაციის შემცვლელი ვერ იქნება, ამას ჭირდება დრო.“- აღნიშნა გვარამიამ.

რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის თქმით, რუსთავი2 ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში იქნება იმ დრომდე, რა დრომდეც ქვეყბის სათავეში იქნება „ქართული ოცნება“ და ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ეს სიტუაციაც რადიკალურად შეიცვლება:

„რაც შეეხება რუსთავი2-ს , რ2 ქიბარ ხალვაშის იქნება იმ ვადით, რა ვადითაც არის ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში. შემდეგ ზუსტად ერთ დღეში ეს სიტუაცია ამოტრიალდება, ქიბარ ხალვაში სად ამოტრიალდება ეს არ არის რთული საპროგნოზო.“- განაცხადა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42