ძალიან სწრაფად ხდება და ფორსირებულ რეჟიმში ვითარდება მოვლენები - სულხან სალაძე "რუსთავი2"-ის საქმეზე
პოლიტიკა - 17:22, 18 Jul, 2019     920
მოვლენები ფორსირებულ რეჟიმში ვითარდება - ასე ეხმაურება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას, რომელმაც დაჩქარებულ ვადებში ქიბარ ხალვაშს "რუსთავი 2"-ის 100% გაუფორმა. სულხან სალაძე აცხადებს, რომ როგორც ჩანს ხელისუფლება ჩქარობს და სურს რომ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ეს პროცესი.


„მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება ახლა, წილების გადაფორმების ნაწილი დასრულებული აქვს უკვე რეესტრს. მეორე ნაწილს რაც შეეხება, დირექტორის ცვლილებას, როგორც ნიკა შეხვედრაზე საუბრობდა კონტრაქტის პირობების მიხედვით იქ ჯერ არის საკონპენსაციო თანხა და შემდეგ ცვლილება ამის შემდეგ უნდა მოხდეს. თუ ეს ასეა ამ გადაწყვეტილების მიღებას სხვა პირობა უნდა უძღოდეს წინ. ახლა ძალიან სწრაფად ხდება და ფორსირებულ რეჟიმში, როდესაც დღის პირველ ნახევარში შეგაქვს განცხადება და დაუყოვნებლივ ითხოვ რეესტრისგანაღსრულებას, ხშირად სამუშაო საათების მერე მოდის როცა იმავე დღეს უნდა იყოს პასუხი. აქ საათში, საათ-ნახევარში მოხდა გადაწყვეტილება.

როგორც ჩანს ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესი დღესვე დასრულება,“-განაცხადა სულხან სალაძემ და აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო მისცემოდა მხარეს საშუალება გაესაჩივრებინა დიდ პალატაში და შემდგომ განხორციელებულიყო შემდეგი პროცედურები რაც არ მოხდა.

სულხან სალაძე აცხადებს, რომ თუ რეესტრი მიიღებს გადაწყვეტილებას და კომპენსაციის გარეშე ქიბარ ხალვაშის მიერ მოთხოვნილ დირექტორს დაარეგისტრირებს, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას სამართლებრივი დავის შესაძლებლობა ექნება.

სულხან სალაძე აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვალოს.

„ამ ქვეყანაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ რუსთავი 2-ს დარჩეს ის სარედაქციო დამოუკიდებლობა რომელიც მას გააჩნდა. რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ადამიანების ნაწილს, რუსთავი 2 ეს არ ნიშნავს რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს,“-განაცხადა სულხან სალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42