მისი თქმით, ქიბარ ხალვაში მათ ლოგოს ედავება, თუმცა აქ არიან ადამიანები რომლებიც იდეის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი.
ჟორჟოლიანმა ივანიშვილს მიმართა, რომ გვარამიას მოხსნა არც კი განიხილოს, რადგან სწორედ გვარამიაა არხის თავისუფლებისა და სარედაქციო პოლიტიკის გარანტი.
"ქიბარ ხალვაში არავინ არ არის, ის არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ ვთავაზობთ ივანიშვილს, თუ აქ პოლიტიკური საკითხი არ არის შეეშვას ნიკა გვარამიას. რადგან გვარამია ჩვენთვის გარანტია სიტყვის თავისუფლებისა და სარედაქციო პოლიტიკის. თუ თქვენ ამბობთ, რომ სარედფაქციო პოლიტიკასთან არაფერი გესაქმებათ, მაშინ ძალიან გთხოვთ ნიკა გავარამიას მოხსნასთან დაკავშირებით საკითხი არც კი განიხილოთ. ეს არის ჩვენი მთავარი შეთავაზება და მინდა გითხრათ, რომ ამ პოზიციაში ვართ ერთიანები, როგორც არასდროს.
"ქიბარ ხალვაში ამ არხზე ერთელ უკვე მოვიდა. ისე, როგორც არასდროს, მახსოვს, ამ არხზე რა გააკეთა. მაშინაც ხელისუფლებამ მოაგზავნა... ეს არხი ისეთი წარუმატებელი, როგორიც ხალვაშის პერიოდში იყო, არ ყოფილა არასდროს. ძირითადად, ნიუსების დასაბლოკად მოდიოდა, აღარ ვჭამთ ამას, რაც მაშინ ვჭამეთ", - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






