„თუ დიდ პალატაში როდესაც გავასაჩივრებთ დადგინდა, რომ დარღვეული იქნა მესაკუთრეების სამართლიანი სასამართლოს უფლება და მოსამართლეები, მათ შორის ურთმელიძე და სხვები არ იყვნენ მიუკერძოებლები, ეს შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. შანსები დიდია, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ამით არაფერი დასრულდება და ხელისუფლების ნებისმიერი სახის მცდელობა, რომ აღარ მოისმინოს კრიტიკული აზრი, იქნება უიმედო, ვინაიდან „რუსთავი 2, როგორც იქნება, რა ფორმითაც იქნება, რა კოლექტივითაც იქნება, სადაც ვიქნებით, გავაგრძელებთ ისეთივე მაუწყებლობას, როგორც გვქონდა, თუ დახურავს ქიბარ ხალვაში, ან გადააქცევს ისე, როგორც უქნეს მაესტროს და საერთოდ გააქრობს რადარებიდან, ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან ცუდი და ქართველი საზოგადოება ამას შეაფასებს. ძალიან სამწუხაროა, რომ სტრასბურგის სასამართლომ საერთოდ ვერ გაითვალისწინა კონტექსტი, სამწუხაროა, რომ რუსეთის მიერ გაჟღერებული მესიჯები „რუსთავი 2"-ის დახურვასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ძალიან ემთხვევა ამ ყველაფერს და პრაქტიკულად, ხელისუფლება აისრულებს ოცნებას,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
„რუსთავი 2"-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.
მასალის გამოყენების პირობები






