„რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს - რა კომენტარს აკეთებს ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 13:00, 18 Jul, 2019     992
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს. იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ ვინაიდან სტრასბურგმა დროებითი ღონისძიება გააუქმა, გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შესაძლებელია და რ2 უკვე ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის, სამართლებრივად არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, არსებობს გასაჩივრების ვადა და ამ ვადაში გადაწყვეტილების აღსრულება უკანონო იქნება.


"რუსთავი2" აპირებს გაასაჩივროს გადაწყვეტილება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც აპლიკანტები მიიჩნევდნენ და დავობდნენ, რომ თბილისის საქალაქო, სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქმის განხილვისას არ იყვნენ მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები.

„იმ შემთხვევაში, თუ დიდი პალატა მიიღებს ამ ერთ საკითხზე გასაჩივრებას წარმოებაში და დაადგენს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე იყო მიკერძოებული, საქმე სრულად ინგრევა. და ამ უფლების რეალურად გაუქმება იუსტიციის მინისტრის მიერ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის კანონდარღვევა და თანამდებობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. თვითონ იუსტიციის მინისტრმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გახსოვთ, რომ თქვა, ჯერ ვანო მერაბიშვილი ვერ ჩაითვლება პოლიტიკურ პატიმრად, რადგან ჩვენ გვაქვს სამი თვე გასასაჩივრებლად და შემდეგ დიდი პალატის განხილვის დასრულებამდე, ვანო მერაბიშვილი მეთვრამეტე მუხლის დარღვევას და პოლიტიკურ პატიმრობას ვერ გამოიყენებს თავის სასარგებლოდ. ეს არის იუსტიციის მინისტრის სიტყვები“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

ასევე, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, სტრასბურგმა შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეშვა აპლიკანტებისსაჩივარი რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ

ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დატოვონ ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი;

6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თბილისის საქალაქო სასამართლოში;

ერთხმად გადაწყვიტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში არ დარღვეულა მე-6 მუხლი

6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ თბილისის უზენაეს სასამართლოში არ დარღვეულა მე-6 მუხლი.

რუსთავი 2 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობას სამი მუხლის დარღვევაზე ედავებოდა:

სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება და საკუთრების უფლება.

სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს იმას, თუ რამდენად ნეიტრალური და ობიექტური იყო მხარეთა თანასწორობა საქართველოს სასამართლოებში, რამდენად დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული რუსთავი 2-ის მიერ.

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში იგულისხმება ის, რომ საქართველოში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოებში მიმდინარე დავა მიზნად ისახავდა მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, მისი საქმიანობის შეფერხებას.

საკუთრების უფლება გულისხმობს იმას, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელ მესაკუთრეებს უკანონოდ წაართვეს ტელეკომპანია. ამასთან, რუსთავი 2-ს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა იდგა მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42