სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე - „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ უმრავლესობის სურვილი, რ 2-ის დაშლა, არსებული შეადგენლობის გაყრა და მისი სახელისუფლებო ტელევიზიად გადაქცევაა. ამ კონტექსტში, უგულავა ქიბარ ხალვაშს ხელისუფლების ისნტრუმენტს უწოდებს, რომელსაც „ახევის“ სინონიმის ფუნქცია აქვს.
„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის, სადაც ფარ-ხმალის დაყრა უადგილო ქმედება იქნება.
„პირველი და მთავარი, რაც მინდა რომ ვთქვა, ხელები არავინ არ უნდა ჩამოყაროს, იმიტომ, რომ ბრძოლა გრძელდება და მეტსაც გეტყვით, გადამწყვეტ ფაზაში შედის. მე არ მქონდა არავითარი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი გადაწყვეტილება რომც ყოფილიყო, იურიდიული უტიფრობა ეყოფოდა წულუკიანს და ივანიშვილს, რომ ქოთნისთვის ყური სხვა მიმართულებით მოერგო და წასულიყო ისე, როგორც მათ უნდათ. მათ არ მივცეთ იმის შესაძლებლობა რისი გაკეთებაც მათ უნდათ, "რუსთავი 2"-ის დანგრევა, აქ არსებული შემადგენლობის გაყრა. აქ უნდათ შექმნათ რუპორი, ჩვეულებრივი სახელისუფლებო ტელევიზია. იჩქარებს ქიბარი და მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს თქვენს დასრულებას, იმიტომ, რომ ქიბარი არ არის პიროვნება, ქიბარი არის პროგრამა. ქიბარი არის „ახევის“ სინონიმი,“- განაცხადა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






