"ხელისუფლებამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოს ეს გადაწყვეტილება, დაელოდონ გასაჩივრების პროცესის დასრულებას"- სალომე სამადაშვილი
პოლიტიკა - 14:28, 18 Jul, 2019     893
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე - "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილი იმედგაცრუებას უწოდებს. მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ხელისუფლება დაელოდოს სამართლებრივი ბრძოლის დასრულებას და ეს გადაწყვეტილება ბოროტად არ გამოიყენოს.

„ჩვენ ახლა ვართ ძალიან სენსიტიურ გარემოში, გველოდება არჩევნები და ყველანაირი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ რეალურად მხარე იყო ხელისუფლება და ეს აღიარეს კიდეც უმრავლესობის ლიდერებმა, როდესაც თქვეს, რომ სახელმწიფომ გაიმარჯვა, ახლა მათ ბოროტად არ გამოიყენონ ეს გადაწყვეტილება და შესაბამისად მისცენ შესაძლებლობა მხარეს, ამ შემთხვევაში "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელ მფლობელებს, რომ ბოლომდე მიიყვანონ სამართლებრივი პროცესი,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს თავი შეიკავოს იმ მცდელობისგან, რომ ფორსირებულ რეჟიმში დაარტყმა მიაყენოს არხს.

„ეს ყველაფერი ჩემი აზრით გამოიღებს ორ შედეგს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდება და ეს უნდა ესმოდეს ყველას და პირველ რიგში უნდა ესმოდეს ხელისუფლებას. და მეორე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ სასამართლო დავა შეეხებოდა კონკრეტულად საკუთრების უფლებებს. პოლიტიკური კონტექსტის განხილვაში არ შესულა და ვერც შევიდოდა სტრასბურგის სასამართლო და შესაბამისად ხელისუფლებას უნდა ესმოდეს რომ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უკვე ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას რომ მათშორის საერთაშორისო კონტექსტშიც ძალიან ნათლად იყოს შეფასებული თუ როგორ იყენებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. დაელოდონ გასაჩივრების პროცესის დასრულებას,“-განაცახადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ თანამდებობას "რუსთავი 2"-ში დატოვებს მხოლოდ ნიკა გვარამია, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მთავარ მოწინააღმდეგედ სწორედ ნიკა გვარამიას განიხილავს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42