“ჩემთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ამ მედიის მფლობელი. ჩემი კონტრაქტი ჩემივე მოთხოვნით შეიცავს გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს. ეს კონტრაქტი აქვს საჯარო რეესტრსაც. ამ კონტრაქტში წერია, რომ ჩემი გათავისუფლება შეიძლება მას შემდეგ რაც ამ დაღვევისთვის განსაზღვრული ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი. ჩემი გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ამის შემდეგ. რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებ ამ კონტრაქტთან ჩემთვის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია, ჩემი მუშაობის პერიოდში ქიბარ ხალვაში არ იყო დამფუძნებელი, ვინც იყვნენ დამფუძნებლები, მომცეს ეს გარანტია. ეს კონტრაქტი არის ლეგიტიმური და მისი ბათილობა მესაკუთრის შეცვლის გამო ვერ დადგება. პროკურატურაში ჩემს ტარებას იმის გამო, რომ მე უფლებამოსილებას გადავაჭარბე და ასე შემდეგ, განვიხილავ როგორც მედიის დამოუკიდებლობის საქმეში პირდაპი ჩარევად და პირდაპირ შეზღუდვად ჩემი გარანტიების, რომელიც მოცემული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით, მხოლოდ იმის გამო რომ მე ვთქვა უარი ამ გარანტიებზე, ეს არის გამორიცხული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას იზამს საქართველოს ხელისუფლება, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე უარს ვიტყვი კონტრაქტზე და წავალ ამ კომპანიიდან ჩემი ნებით და არა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით და არა ხელისუფლების ზეწოლის გამო, ეს არის ჩემი თანამშრომლების, ჟურნალისტების ამგვარი დამოკიდებულება, რომ ჯობია მე წავიდე. თუ მათ ასეთი დამოკიდებულება ექნებათ, მე არ ვაპირებ ამ საკითხის განხილვას საერთოდ. სხვა შემთხვევაში ნიკა გვარამიას აქედან ვერავინ კანონიერი გზებით ვერ გაუშვეს. ჩემს საქმეში ჩარევა შეუძლებელი არის გარედან, ვინც არ უნდა იყოს ამის მსურველი, არ ვაპირებ ამის დათმობას ეს არის ჩემთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი.
ვაფრთხილებ ყველას, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს, ამ კომპანიის წართმევა, ვიდრე არ ამოიწურება ყველა შესაძლებლობა ამ კომპანიის დამოუკიდებლობის შენარჩუნების,ჩაითვლება ამ კომპანიის მიერ და იმედი მაქვს ქართული საზოგადოების, დასავლური პოლიტიკური პარტიების და ნებისმიერი ამ ქვეყნის პატრიოტი მოქალაქის , ყოველ შემთხვევაში ჩვენს მიერ ნამდვილად ჩაითვლება ოპოზიციური მედიის ძალით დახურვის მცდელობად და ეს საკითხი მცდელობას ვერ გაცდება.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ, მისი თქმით კონტრაქტში არის დათქმა ლონდონის არბიტრაჟთან დაკავშირებით, გვარამიას განცხადებით ასეთი კონტრაქტი დაიდო იმის გამო რომ ის დამფუძნებლებზე დამოკიდებული არ ყოფილიყო. გვარამიას თქმით, ეს მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
მასალის გამოყენების პირობები






