თანამდებობრივი დანაშაული - "იმის თქმა, რომ ხალვაშს სახელმწიფო დაურეგისტრირებს რ2-ს ევროპული კონვენციის დარღვევაა"- გვარამია წულუკიანს სტრასბურგის გადაწყვეტილების ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 13:42, 18 Jul, 2019     1499
"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს, როდესაც აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშს უკვე შეუძლია კომპანიის თავის სახელზე დარეგისტრირება. გვარამიას თქმით, სანამ "რუსთავი 2" არ გამოიყენებს გასაჩივრების უფლებას და არ იქნება ამ საჩივარზე გადაწყვეტილება მიღებული, "რუსთავი 2"-ის სხვა მფლობელზე დარეგისტრირება არა მხოლოდ უკანონო, არამედ თანამდებობრივი დანაშაული იქნება:

„მე მივმართავ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, მისი ინტერპრეტაცია ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და იმის თქმა, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს, არასწორი ინტერპრეტაციია და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა დანაშაულებრივი, მითვისება მედიის, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს.

იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა მიიღებს ამ ერთ შემთხვევაში გასაჩივრებას, განიხილავს და დაადგენს, რომ მაგალითად ურთმელიძე იყო მიკერძოებული, საქმე ინგრევა სრულად. ამ შემთხვევაში თუ დარეგისტრირებული იქნება ქიბარ ხალვაში და თან უკანონოდ, საქმის შეტრიალება იქნება შეუძლებელი. ახლა ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტირირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის და ევროპული კონვეციის დარღვევა და თანამდებობრივი დანაშაული.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42