„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
იუსტიციის სამინისტრო ტელეკომპანია რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
"2019 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე − „რუსთავი 2“ (პირველი მომჩივანი), მისი მესაკუთრეები -შპს „ტელეკომპანია საქართველო“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები (შესაბამისად, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები) საქართველოს წინააღმდეგ.
ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ:
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილულ იქნა მომჩივანი მხარის აცილების მოთხოვნა მოსამართლე ლადო ჭანტურიასადმი და ის უარყოფილ იქნა, როგორც „სრულიად დაუსაბუთებელი“.საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე:
2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“ გამოაცხადა.
„შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს რაიმე ფორმით მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან“.
მოცემული შეჩერების ზომა 2017 წლის 7 მარტს ევროპული სასამართლის მიერ გაგრძელებულ იქნა „მორიგ შეტყობინებამდე“. საქართველოს მთავრობის მიერ შეჩერების ეს ღონისძიება არ გასაჩივრებულა, რადგან ამგვარი გადაწყვეტილება, ევროპული სასამართლოს პროცედურული წესების თანახმად, გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ევროპული სასამართლოს მიერ მესამე მხარედ ჩართულნი იქნენ მხოლოდ სახალხო დამცველი და საია, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს.
უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ ქართულ სასამართლოებში წარმოებულ პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) საფუძველზე, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში. კერძოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენებით კომპანიის ქონების დაყადაღება წარმოადგენდა თვითნებურ გადაწყვეტილებას, რაც არაპროპორციულად ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას, უარყოფით გავლენას ახდენდა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და წარმოადგენდა ტელეარხის გაჩუმების ფარულ მცდელობას. „რუსთავი 2“ ასევე ასაჩივრებდა, რომ ზოგიერთი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას ჩართულობა უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურებში უტოლდებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევას.
ძირითად საქმესთან (საკუთრების დავა) დაკავშირებით, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები ჩიოდნენ, რომ პირველი ინსტანციის, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე ჩამოშორებული უნდა ყოფილიყვნენ საქმიდან, ვინაიდან არსებობდა გარემოებები, რაც ეჭვქვეშ აყენებდა მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი).
ზემოაღნიშნული სამი მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ უზენაესმა სასამართლომ მოულოდნელად შეცვალა დავის სამართლებრივი სტრუქტურა, რომელიც ვითარდებოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში სამართალწარმოების დროს და არ მისცა მომჩივნებს საკმარისი შესაძლებლობა (ზეპირი განხილვა ან სხვა), გაებათილებინათ მეორე მხარის აშკარად დაუსაბუთებელი არგუმენტები.
მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები, ასევე, ჩიოდნენ დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე (საკუთრების უფლება) და ამტკიცებდნენ, რომ სამოქალაქო დავის შედეგი იყო თვითნებური და არღვევდა მათ ქონებრივ უფლებებს.
ევროპული კონვენციის მე-18 მუხლზე მითითებით, დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთობლიობაში, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები შინაარსობრივად იმეორებდნენ პირველი მომჩივნის მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს საკუთრების დავასთან დაკავშირებით სასამართლო პროცედურები სახელმწიფოს მიერ გამოიყენებოდა იმ ფარული მიზნით, რომ მომხდარიყო „რუსთავი 2“-ის გაჩუმება.
უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურასთან დაკავშირებით მთავრობამ 2018 წლის 28 მარტსა და 15 სექტემბერს ევროპული სასამართლის წინაშე წარადგინა შემდეგი არგუმენტები:
მასალის გამოყენების პირობები

- ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი;
- დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა;
- დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;
- 6 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლებთან თ. ურთმელიძესა და მ. თოდუასთან დაკავშირებით;
- ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლე ნ. გვეეტაძესთან დაკავშირებით;
- ერთხმად დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები.
- ერთხმად დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში."
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილულ იქნა მომჩივანი მხარის აცილების მოთხოვნა მოსამართლე ლადო ჭანტურიასადმი და ის უარყოფილ იქნა, როგორც „სრულიად დაუსაბუთებელი“.საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე:
- მოკლე ინფორმაცია საქმის შესახებ
2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“ გამოაცხადა.
- შეჩერების ღონისძიება
„შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს რაიმე ფორმით მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან“.
მოცემული შეჩერების ზომა 2017 წლის 7 მარტს ევროპული სასამართლის მიერ გაგრძელებულ იქნა „მორიგ შეტყობინებამდე“. საქართველოს მთავრობის მიერ შეჩერების ეს ღონისძიება არ გასაჩივრებულა, რადგან ამგვარი გადაწყვეტილება, ევროპული სასამართლოს პროცედურული წესების თანახმად, გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
- მესამე მხარეები
ევროპული სასამართლოს მიერ მესამე მხარედ ჩართულნი იქნენ მხოლოდ სახალხო დამცველი და საია, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს.
- მხარეთა არგუმენტები ევროპული სასამართლოს წინაშე
უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ ქართულ სასამართლოებში წარმოებულ პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) საფუძველზე, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში. კერძოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენებით კომპანიის ქონების დაყადაღება წარმოადგენდა თვითნებურ გადაწყვეტილებას, რაც არაპროპორციულად ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას, უარყოფით გავლენას ახდენდა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და წარმოადგენდა ტელეარხის გაჩუმების ფარულ მცდელობას. „რუსთავი 2“ ასევე ასაჩივრებდა, რომ ზოგიერთი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას ჩართულობა უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურებში უტოლდებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევას.
ძირითად საქმესთან (საკუთრების დავა) დაკავშირებით, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები ჩიოდნენ, რომ პირველი ინსტანციის, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე ჩამოშორებული უნდა ყოფილიყვნენ საქმიდან, ვინაიდან არსებობდა გარემოებები, რაც ეჭვქვეშ აყენებდა მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი).
ზემოაღნიშნული სამი მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ უზენაესმა სასამართლომ მოულოდნელად შეცვალა დავის სამართლებრივი სტრუქტურა, რომელიც ვითარდებოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში სამართალწარმოების დროს და არ მისცა მომჩივნებს საკმარისი შესაძლებლობა (ზეპირი განხილვა ან სხვა), გაებათილებინათ მეორე მხარის აშკარად დაუსაბუთებელი არგუმენტები.
მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები, ასევე, ჩიოდნენ დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე (საკუთრების უფლება) და ამტკიცებდნენ, რომ სამოქალაქო დავის შედეგი იყო თვითნებური და არღვევდა მათ ქონებრივ უფლებებს.
ევროპული კონვენციის მე-18 მუხლზე მითითებით, დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთობლიობაში, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები შინაარსობრივად იმეორებდნენ პირველი მომჩივნის მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს საკუთრების დავასთან დაკავშირებით სასამართლო პროცედურები სახელმწიფოს მიერ გამოიყენებოდა იმ ფარული მიზნით, რომ მომხდარიყო „რუსთავი 2“-ის გაჩუმება.
უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურასთან დაკავშირებით მთავრობამ 2018 წლის 28 მარტსა და 15 სექტემბერს ევროპული სასამართლის წინაშე წარადგინა შემდეგი არგუმენტები:
- საჩივრის მთელი ის ნაწილი, რომელიც წარდგენილი იყო „რუსთავი 2“-ის მიერ, უნდა ყოფილიყო ცნობილი დაუშვებლად, რადგან კომპანიას არ ამოუწურავს უფლების დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები და ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარდგენილ იქნა ექვსთვიანი ვადის დარღვევით;
- უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენება არ იყო თვითნებური. განჩინებები შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას, იყო დასაბუთებული, განხილვა მოხდა გაჭიანურების გარეშე და დაცული იყო შეჯიბრებითობის პრინციპი;
- უზრუნველყოფის ღონისძიებას ვერ ექნებოდა და არც მოუხდენია უარყოფითი გავლენა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე: არხი მუდამ ფუნქციონირებდა სრული თავისუფლების პირობებში;
- უზრუნველყოფის ღონისძიება არ წარმოადგენდა მომჩივნის საკუთრების უფლებაში ჩარევას;
- არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამ სამართალწარმოებასთან მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კავშირს. უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურას არ ჰქონია რაიმე არამართლზომიერი მიზანი;
- არაფერი იწვევდა მართლზომიერ ეჭვებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის - ნინო გვენეტაძის, ან მოსამართლეების - თამაზ ურთემლიძისა და მზია თოდუას დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
- მომჩივანთა განცხადებებით არ დგინდება დასახელებულ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრობლემა. მომჩივნები თავად იყენებდნენ აშკარად დაუსაბუთებელ ბრალდებებს არაერთი მოსამართლის წინააღმდეგ, რათა ჯერ შეელახათ მათი რეპუტაცია და შემდგომ, უკვე ამგვარად მომზადებული საფუძვლებით მათი აცილება მოეთხოვათ;
- უზენაესი სასამართლოს სამართალწარმოება და განჩინებები შეესაბამებოდა მომჩივანთა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. უზენაეს სასამართლოს ბოლო ეტაპზე არ წამოუჭრია რაიმე ახალი სამართლებრივი საკითხი და არ შეუცვლია დავის სტრუქტურა, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოებში განხილულ იქნა იძულების საკითხი; უფრო მეტიც, პირველად შესაგებელში თავად მომჩივნები უთითებდნენ, რომ მოცემულ დავაში სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლი (იძულებით დადებული გარიგება) უნდა ყოფილიყო გამოყენებული. შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს ვერ უსაყვედურებდნენ, რომ მან ის მუხლი გამოიყენა, რომლის გამოყენებასაც თავდაპირველად თავად ითხოვდნენ. შესაბამისად, არც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ნიშნები იკვეთებოდა;
- საკუთრების შესახებ დავის შედეგი არ წარმოადგენდა მომჩივანთა საკუთრების უფლების დარღვევას, ვინაიდან სადავო სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონის შესაბამისად და მხარეთა შორის თანაზომიერების პრინციპის სრული დაცვით;
- და ბოლოს, არ არსებობდა არავითარი საფუძველი, რაც დაადასტურებდა, რომ სახელმწიფომ სამართალწარმოება გამოიყენა რუსთავი 2-ის გაჩუმებისათვის ან რომ ქართულ სასამართლოებს არასათანადო მიზნები ამოძრავებდათ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა