„მოდი გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!!!“- რა კავშირი აქვს "რუსთავი 2"-ს და ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის დაკავებას
პოლიტიკა - 09:49, 18 Jul, 2019     7302
თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოცაილურ ქსელში იმ კავშირზე წერს რომელიც მისი დაცვის წევრის დაკავებასა და „რუსთავი2“-ის სასამართლო საქმეს შორის არსებობს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:


„მოდი გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!!!

კობა კოშაძის დაჭერისთანავე, ერთმა პოლიციელმა "კარგი პოლიციელის" როლი ითამაშა და უთხრა, დაანებე ოქრუაშვილს თავი და გაგიშვებთო. არამგონია კოშაძის ჩემგან ჩამოცილება გინდოდა ან მისი დაჭერა თუ ჩემდამი გზავნილია, რომ გავჩერდე, უბრალოდ დურაკი ყოფილხარ, რადგან ვერ გიცნივარ სწორად.

სააკაშვილმა მთელი ჩემი სამეგობრო და სანათესაო დაიჭირა და ამით ჩემთან ვერაფერს მიაღწია.

შენ დღეს დაიჭირე ადამიანი, რომელიც 15 წელია ერთგულ ძმასავით მიდგას გვერდით. როდესაც მესროლეს არც დაფიქრებულა ისე გადამეფარა და დაიჭრა. 10 წლის შვილი ხელებში ჩააკვდა, 40 დღის გასვლისთანავე უკან დამიბრუნდა, ისე რომ მაგ ტკივილმაც ვერ გატეხა და შენ ფიქრობ ერთი ჟანგიანი მაკაროვის ჩადებით ან მას გატეხ ან მხოლოდ მისი დაჭერით მე შემაცვლევინებ აზრს?

სულელად კი გთვლი, მაგრამ მაინც არ მგონიხარ ასეთი სულელი.

სხვა რამე გინდა აშკარად და სხვა ტიპის გზავნილია კობას დაჭერა.

სამი წელია ჩემი და შენი "შნირის" (ადრე ჩემი იყო სამწუხაროდ) ხალვაშის დავა რუსთავი 2-ზე სასამართლოში თაროზე გაქვს შემოდებული. ჯერ შოთაძე მეხვეწა შენი სახელით, დაგვითმე რუსთავი 2-ის მოთხოვნაო, მერე ექსპერტიზაში წელე საქმე, ეხლა მოსამართლე გამომიცვალე სამი დღის წინ და მაგით მოიგე დრო.

და რა მოიგე ჯამში? ვერაფერი, იმიტომ რომ მაგას არ დაგითმობ. არც კოშაძის დაჭერით და არც სხვისი. რიგით ჟურნალისტებს ვაჩუქებ და შენ არ მოგყიდი. ერთი რამის გამო - ბოროტება გახდი იმ ქვეყნისთვის სადაც ჩემმა შვილებმა მინდა, რომ იცხოვრონ.

მიდი, დაიჭირე კიდევ ვინც გინდა, ვერაფერს მაგით ვერ მიაღწევ გარდა ერთისა, დრო რომ მოვა, მაგ ჟანგიანი მაკაროვით რაც კობას ჩაუდე, ქართველი ერი "დაგასაჩუქრებს", იმისთვის რაც ქვეყანას 7 წლის განმავლობაში უქენი.“- წერს ირაკლი ოქრუაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42