შინაგან საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ გავრცელებულ დისკრიმინაციულ გამონათქვამებზეც, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ჟურნალისტის მიმართ მას შემდეგ გაავრცელეს სოციალურ ქსელში, რაც გადაცემა "რეაქციაში" ის გიორგი გახარიას სტუმრობდა. შს მინისტრის თქმით, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ზეწოლა და ის მადლობას უხდის ინგა გრიგოლიას მწვავე დისკუსიისთვის:
"მე მინდა გამოვთქვა ერთი აზრი, მე მინდა ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ქალბატონ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა, ჩვეულებრივი, ელემენტარული ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მე მქონდა საშუალება ჩემი აზრი გამომეთქვა, ზოგჯერ მწვავე კამათში“- განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






