გიორგი გახარიას დაკითხვაზე - შს მინისტრის პირველი კომენტარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ (ვიდეო)
პოლიტიკა - 18:17, 17 Jul, 2019     2238
შინაგან საქმეთა მინისტრი დაკითხვაზე იმყოფებოდა. დაკითხვიდან გამოსულმა გიორგი გახარიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა იმ კითხვაზე იქნა პასუხი გაცემული, რაც გამოძიებას აინტერესებდა:

„მოგეხენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომის შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას, კითხვები ბევრი იყო, ყველა კითხვაზე შესაბამისად ჩემს მიერ იქნა პასუხი გაცემული,“- განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, როდის მოხდა ბიძინა ივანიშვილის ინფორმირება შს მინისტრმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ინფორმაცია მეორე დღეს მიაწოდეს:

„მეორე დღეს, დრო არ მახსოვს“- განაცხადა გახარიამ, მისი თქმით მას პირადი კომუნიკაცია არ ქონია

„მე არ მქონია, მაგრამ მეორე დღეს მან დამირეკა და მე ავხსენი რა მოხდა იმ ღამეს.“- აღნიშნა გახარიამ.

„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩემი პირადად და მთავრობის ძირითადი საზრუნავი არის ამ ღონისძიების დროს, ძალადობრივი, უკანონო აქციის შეწყვეტის დროს დაზარალებულ ჩვენ მოქალაქეებზე ზრუნვა, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი,რასაც ვაკეთებთ. გარდა ამისა ჩვენთვის ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოძიება, რომელმაც მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინიტროში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოყოს ყველა ის ორგანიზატორი, რომელმაც პირდაპირი მოწოდებით, პოლიტიკოსებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი, რასაც შემდგომ მოჰყვა ორგანიზებული, ძალადობრივი, სისტემური შტურმი საქართველოს პარლამენტზე და ამ შტურმის მოსაგერიებლად საქართველოს პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები.“- განაცხადა გახარიამ, მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების ყველა დეტალი გახდეს ღია და საჯარო.

მინისტრის თქმით, საგამოძიებო უწყება მას რამდენჯერაც დაიბარებს, ის მზადაა დაკითხვაზე გამოცხადდეს:

„რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ, მე და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გვაქვს პრობლემა, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით სადაა სიმართლე. აქ მოვდივართ და ამ სიმართლეს ვეუბნებით.“- განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრს მისი გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც კითხეს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა რომ აქციაზე 100-200 ადამიანია მხოლოდ. გახარიას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია მხარდამჭერი ადამიანების რაოდენობა:

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა რაოდნობის ადამიანები გვიჭერენ მხარს... ჩვენი ძირითადი ის იძულებული ქმედებები, რომელიც მოგვიწია, რა იყო ამის მიზანი, მიზანი იყო სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება.“- აღნიშნა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ გავრცელებულ დისკრიმინაციულ გამონათქვამებზეც, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ჟურნალისტის მიმართ მას შემდეგ გაავრცელეს სოციალურ ქსელში, რაც გადაცემა "რეაქციაში" ის გიორგი გახარიას სტუმრობდა. შს მინისტრის თქმით, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ზეწოლა და ის მადლობას უხდის ინგა გრიგოლიას მწვავე დისკუსიისთვის:

"მე მინდა გამოვთქვა ერთი აზრი, მე მინდა ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ქალბატონ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა, ჩვეულებრივი, ელემენტარული ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მე მქონდა საშუალება ჩემი აზრი გამომეთქვა, ზოგჯერ მწვავე კამათში“- განაცხადა გახარიამ.

მინისტრის თქმით საგამოძიებო ორგანოს საქმის მასალებშია ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ჩაატაროს. გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღწევაა, რომ თავიდან იქნა აცილებული სამოქალაქო დაპირისპირება, თუმცა თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში გადაცდომა აღმოჩნდება, ამაზე სათანადო რეაგირება იქნება

„თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში პროკურატურა აღმოაჩენს გადაცდომას ამაზე იქნება სამართლებრივი რეაგირება, მაგრამ უნდა აღვნიშნო, სანამ პროკურატურის და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42